close

Вход

Забыли?

вход по аккаунту

?

ამოცანებიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი

код для вставкиСкачать
ა მ ო ც ა ნ ე ბ ი
1. სამი რაზმის მოსწავლეები მაკულატურას აგროვებდნენ. პირველმა რაზმმა შეაგროვა 490 კგ მაკულატურა. მეორემ 7 ჯერ- ნაკლები ვიდრე პირველმა, მაგრამ ორივე რაზზმა შეაგროვა 40 კგ-ით ნაკლები ვიდრე მესამე რაზმმა. რამდენი კგ მაკულატურა მოაგროვა მესამე რაზმმა?
2. მოვიდა წვიმა. წყალსადინარი მილის ქვეშ დადგეს ცარიელი კასრი. ყოველ წუთში მასში ჩადიოდა 8 ლ წყალი. კასრის ხვრელიდან ყოველ წუთში გამოდიოდა 3ლ. რამდენი ლიტრი წყალი იქნება კასრში 5 წუთის შემდეგ?
3. ამოხსენი განტოლების საშუალებით : კალათში რამდენიმე სოკო იყო. მას შემდეგ რაც კალათიდან 10 სოკო ამოიღეს, ხოლო შემდეგ 14 სოკო ჩადეს, მასში 85 სოკო აღმოჩნდა. რამდენი სოკო იყო კალათში თავდაპირველად?
4. ქარხანას გეგმით 360 კომპიუტერი 9 დღეში უნდა დაემზადებინა, მაგრამ ქარხანა ყოველდღიურად 20 კომპიუტერით მეტს ამზადებდა. ვადაზე რამდენი დღით ადრე იყო შესრულებული გეგმა?
5. წისქვილში 957 კგ ხორბალი მიიტანეს. დაფქვის დროს დანაკარგმა 327 კგ შეადგინა. ფქვილი ტომრებში ჩაყარეს და 3 მანქანა დატვირთეს. პირველ მანქანაზე 20 ტომარა ფქვილი, მეორე მანქანაზე- 35 ტომარა, მესამეზე -15; რამდენი კილოგრამი ფქვილი დატვირტეს ითოეულ მანქანაზე თუ ტომრებში ფქვილის რაოდენობა თანაბარი იყო?
6. დახაზე AB წრფე და CD, KM, და FE მონაკვეთები ისე რომ CD მონაკვეთი კვეთდეს AB წრფეს, KM მონაკვეთი არ კვეთდეს AB წრფეს, ხოლო FE მონაკვეთი AB წრფეზე მდებარეობდეს.
7. ერთმა ქარხანამ 120 სათამაშო დაამზადა, რაც 80-ით მეტია მეორე ქარხნის მიერ დამზადებულ სათამაშოების რაოდენობაზე. რამდენჯერ ნაკლებ სათამაშოს ამზადებს მეორე ქარხანა პირველთან შედარებით?
8. მე იმდენი ორ თეთრიანი მონეტა მაქვს, რამდენიც ირაკლის ხუთ თეთრიანი. სულ 77 თთრი. რამდენი თეთრი აქვს თითოეულ ჩვენგანს?
9. ერთი დეტალის დამზადებას ავტომატური ჩარხი 2 წთ-ს უნდება. რამდენი ასეთი დეტალის დამზადება შეუძლია ჩარხს 1 სთ-ში? 1 დღეში?
10. ერთ ბიდონში 5-ჯერ მეტი ბენზინია, ვიდრე მეორეში. ორივე ბოდონიდან მთელი ეს ბენზინი ავტომაქანის ცარიელ ბაკში ჩაასხეს. ბაკის გასავსებად კიდევ 7 ლიტრი ბენზინია საჭირო. რამდენი ლიტრი ბენზინი იყო თითოეულ ბიდონში თუ მანქანის ბაკში 55 ლიტრი ჩადის?
11. სამკუთხედის პერიმეტრი 20 სმ-ია, ერთი გვერდის სიგრძეა 8 სმ, მესამე გვერდი მეორის ნახევარია, იპოვეთ ამ გვერდების სიგრძეები.
12. ერთ პაკეტში 3 ვაშლი და 10 ქლიავია, ხოლო მეორეში 3 ვაშლი და 15 ქლიავი. რას უდრის 1 ვაშლის მასა და 1 ქლიავის მასა თუ პირვლი პაკეტის მასა 500 გრამია, ხოლო მეორისა 600 გრამი?
13. 4 ცალ ქინდერის შოკოლადში იმდენი გადაიხადეს, რამდენიც 5 ცალ ბარნში. რა ღირს 1 ცალი ბარნი თუ 1 ცალი ქინდერის შოკოლადი 10 თეთრი ღირს?
14. ქილა, რომელშიც 460 გრამი თაფლი იყო 800 გრამს იწონიდა, რამდენს აიწონიდა ეს ქილა მასში მხოლოდ 220 გრ თაფლი რომ ყოფილიყო?
15. დახაზეთ 5 მდგენისგან შემდგარი გახსნილი ტეხილი, რომლის ერთი გვერდის სიგრძე 3 სანტიმეტრია, ხოლო მეხუთე გვერდი პირველზე 4 სმ-ით მეტია. იპოვეთ ტეხილის სიგრძეთა ჯამი.
16. საწყობში მოიტანეს 10 ვაგონი თხილი, თითოში 40 ტონა და ამდენივე ვაგონი კაკალი, თითოში 38 ტონა. რამდენი ტ-ით მეტი თხილი მოუტანიათ საწყობში?
17. რიცხვი 100 ჩაწერეთ 5 ერთიანისა და მხოლოდ ერთი არითმეტიკული მოქმედების გამოყენებით.
18. სპორტულ სექციაში 230 მოსწავლეა, რაც 60 მოსწავლით მეტია ქორეოგრაფიულ სექციაში მოსწავლეთა რაოდენობაზე, ხოლო მუსიკალურ სექციაში 4 ჯერ ნაკლები ვიდრე სპორტულ და ქორეოგრაფიულ სექციაში ერთად. რამდენი მოსწავლეა მუსიკალურ სექციაში?
19. მართკუთხედის პერიმეტრი 48 სანტიმეტრია, სიგანე 10 სმ -ის ტოლია. ოპოვეთ მართკუთხედის სიგრძე. 20. ერთი და იმავე ქსოვილის ორ ნაჭერში გადაიხადეს 270 ლარი. ერთი ნაჭერი იყო 4 მეტრი, მეორე 5 მეტრი. რა ღირს ქსოვილის თითოეული ნაჭერი?
21. სარბენი ბილიკის გასწვრივ ერთმანეთისაგან ერთი და იგივე მანძილით ჩარჭობილია ბოძები. გიამ სირბილი დაიწყო პირვლი ბოძიდან და 5 წუთში მეექვსე ბოძთან იყო.სირბილის დაწყებიდან რა დროის შემდეგ იქნება ის მეთორმეტე ბოძთან თუ ერთი და იგივე სიჩქარით ირბენს?
22. საწყობში 2 ყუთით მოიტანეს კვერცხი. პირველ ყუთში იყო 617 ცალი, მეორეში 527. პირველი ყუთიდან გასცეს 328 ცალი, მეორიდან - 265. რომელ ყუთში დარჩა მეტი და რამდენით?
23. თუ ფეხსაცმლის მაღაზია დღეში 3 წყვილ ფეხსაცმელს გაყიდის, ფეხსაცმლის მარაგი ეყოფა 12 დღეს. რამდენ დღეს ეყოფა ეს მარაგი, თუ დღეში 4 წყვილ ფეხსაცმელს გაყიდის?
24. წიგნში 400 გვერდია . პირველი 6 დღის განმავლობაში ლუკა 40- 40 გვერდს კითხულობდა, შემდეგ კი დღეში 16-16 გვერდს. რამდენ დღეში წაიკითხა მან ეს წიგნი?
25. მხოლოდ სამ ლიტრიანი და ხუთ ლიტრიანი ქილის გამოყენებით როგორ ავრწყათ ონკანიდან ზუსტად 1 ლიტრი წყალი?
26. კვადრატის პერიმეტრი 16 სმ-ია. ორი ასეთი კვადრატისაგან მართკუთხედი შეადგინეს. იპოვეთ ამ მართკუთხედის სიგრძე, სიგანე, პერიმეტრი.
ზ ო გ ა დ ი უ ნ ა რ ე ბ ი
27. ძმამ უთხრა დას:
- მომეცი ერთი მანდარინი, სამჯერ მეტი მანდარინი მექნება შენზე. და გაჯავრდა და უპასუხა:
− ის არა სჯობს , შენ მომცე ერთი მანდარინი ? მაშინ ორივეს თანაბრად გვექნება.
რამდენი ცალი მანდარინი ჰქონია დას და რამდენი ძმას?
28. ოჯახში ცხოვრობენ: დედა, მამა, ბებო, პაპა, მამიდა, ორი ძმა და ერთი და. სამუშაო დღეებში მამა ყოველთვის მიდის სამსახურში, ერთი ძმა მიდის სკოლაში, ასევე სამსახურში მიდის ან პაპა, ან მამიდა - ხან ერთი და ხან მეორე.რამდენი ოჯახის წევრი რჩება სახლში?
29. გიორგის შეუძლია გადახტეს 3 ნაბიჯით წინ და 2 ნაბიჯით უკან. რამდენი ნახტომი უნდა შეასრულოს გიორგიმ, რომ მივიდეს სახლიდან ხემდე თუკი მანძილი მათ შორის 7 ნაბიჯია?
1234567 30. ნიკას ჰყავს 2 და და ტყუპი ძმები. ნინოს ოჯახში კი 3 გოგონაა. სულ რამდენი ბავშვია ორივე ოჯახში?
31. ლიზის და სალომეს ჰქონდათ ერთნაირი რაოდენობის ფანქრები. ლიზიმ მისცა სალომეს 5 ფანქარი. რამდენით მეტი ფანქარი აქვს სალომეს ლიზისთან შედარებით?
32. ჩხუბის დროს ლევანს, ნიკას, გიგის და საბას ასძვრათ ღილები. გამოიცანი რომელი ვისი ღილია, თუ ცნობილია, რომ ა) ნიკას ღილი არაა ყველაზე პატარა, მაგრამ ლევანისა და საბას ღილზე მცირეა. ბ) ხოლო ლევანის ღილი არაა მცირე საბას ღილზე. (მოიშველიე ნახაზი)
ბიჭების სახელები დაალაგე მათი ღილების ზრდადობის მიხედვით.
33. გადაიხაზეთ და ჩახატეთ ამ სამ მართკუთხედში 5 პატარა რგოლი ისე, რომ თითოეულში აღმოჩნდეს 3 რგოლი.
34. ლიზი მოკლე ქუჩაზე ცხოვრობს, სადაც სახლები დანომრილია 1-დან 24-მდე.~
რამდენჯერ გამეორდება ციფრი 2 ამ სახლების ნომრებში?
35. გადაიხაზეთ და მოცემულ უჯრებში ისე გაანაწილე რიცხვები 1-დან 4-მდე, რომ არც ერთ ჰორიზონტალურ და ვერტიკალურ რიგებში ერთნაირი ციფრები არ იყოს. 421
36. ამოხსენით განტოლებები:
1. 130 + ( 520 - X) = 615 2. 6. (x-70) :6 = 70
3. 326 + X ● 5 = 371 4. 7. 700 - (X- 25) =423 5. 63 : X +91 = 98 6. 8. 240 - 150 : X = 230
7. X : 12 ●7 = 210 8. 9. 560 : (X + 18) = 20
9. 500 - ( X + 130) = 350 10. (240 - X) - 80 : 2 = 120
p.s. დანარჩენი სურვილისამებრ იმეცადინეთ მაგალითებზე, განტოლებებსა და ამოცანბზე. გ ი ს უ რ ვ ე ბ თ წ ა რ მ ა ტ ე ბ ე ბ ს!!!
6
Автор
eloshvili.gio
Документ
Категория
Без категории
Просмотров
33
Размер файла
26 Кб
Теги
ამოცანებიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი
1/--страниц
Пожаловаться на содержимое документа