close

Вход

Забыли?

вход по аккаунту

?

dasuftaveba

код для вставкиСкачать
 ქალაქ თბილისის საკრებულოს
გადაწყვეტილება №7-38
2011 წლის 24 ივნისი
ქ. თბილისი
დედაქალაქის დაგვა-დასუფთავების და ნარჩენების მართვის მომსახურების ტარიფის (საფასური) და მისი გადახდის წესის დადგენის შესახებ "ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, "საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ" საქართველოს კანონის 441 მუხლის, "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის 25-ე მუხლის და "მომხმარებელთა ეკონომიკური ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 8 თებერვლის №104 ბრძანებულების შესაბამისად, ქ. თბილისის საკრებულომ გადაწყვიტა:
1. ქ. თბილისის ტერიტორიაზე გაუქმდეს მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისთვის და, შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს "ქ. თბილისში დასუფთავების მოსაკრებლის შემოღების და დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ" ქალაქ თბილისის საკრებულოს 2007 წლის 8 მაისის №6-34 გადაწყვეტილება (საქართველოს რესპუბლიკა, 2007 წლის 15 მაისი №91).
2. დადგინდეს, ქ. თბილისის მოსახლეობისთვის დედაქალაქის დაგვა-დასუფთავების და ნარჩენების მართვის მომსახურების ტარიფი (საფასური) თვეში - ერთ აბონენტად დარეგისტრირებულ მომხმარებელზე 1 კვტსთ-ში მოხმარებულ ელექტროენერგიაზე 0,05 ლარის ოდენობით.
3. დადგინდეს, დაწესებულებებისთვის, ორგანიზაციებისთვის, იურიდიული პირებისთვის და ინდივიდუალურ მეწარმეთათვის დედაქალაქის დაგვა-დასუფთავების და ნარჩენების მართვის მომსახურების ტარიფი (საფასური) დანართი 1-ის თანახმად.
4. დამტკიცდეს, დედაქალაქის დაგვა-დასუფთავების და ნარჩენების მართვის მომსახურების ტარიფის (საფასური) გადახდის წესი დანართი 2-ის თანახმად.
5. ამ გადაწყვეტილებით დადგენილი ყველა ტარიფი მოცემულია დღგ-ის გარეშე. დღგ-ის დარიცხვის საკითხი რეგულირდება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
6. ამ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღიდან, დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელები, ჩაითვლებიან დედაქალაქის დაგვა-დასუფთავების და ნარჩენების მართვის მომსახურების ტარიფის (საფასური) გადამხდელებად.
7. წინამდებარე წესის ამოქმედების დღიდან დაწესებულებებს, ორგანიზაციებს, ინდივიდუალურ მეწარმეებს, იურიდიულ და ფიზიკურ პირებს მიეცეთ უფლება დასუფთავების მოსაკრებლის არსებული დავალიანება დაფარონ 36 თვის განმავლობაში.
8. გადაწყვეტილება ძალაშია 2011 წლის 1 ივლისიდან.
საკრებულოს თავმჯდომარე ზ. სამადაშვილი
დანართი №1 დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციებისთვის, იურიდიული პირებისათვის და ინდივიდუალურ მეწარმეთათვის დედაქალაქის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების ტარიფი (საფასური)
№დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეებიზომის ერთეულინარჩენების წლიური დაგროვების ნორმა მ3ტარიფის (საფასური) ოდენობა თვეში ზომის ერთეულზე123451მუზეუმები, ბიბლიოთეკები, გალერიები, არქივები (ინფრასტრუქტურის ფართზე ტარიფი არ დაერიცხება)საერთო ფართის 1 მ20,0220,0272ოფისები, სააგენტოები, პროფესიული და სახელმწიფო ორგანიზაციები, სახელმწიფო დაწესებულებები, ბანკები, საკრედიტო და საფინანსო ორგანიზაციები (ინფრასტრუქტურის ფართზე ტარიფი არ დაერიცხება)საერთო ფართის 1 მ20,080,13კინოთეატრები და თეატრები, საკონცერტო დარბაზებიმაყურებლის ერთი სავარძელი0,3310,414მოხუცებულთა სახლები, ბავშვთა სახლები, უმწეოთათვის უფასო სასადილოები (ინფრასტრუქტურის ფართზე ტარიფი არ დაერიცხება)მომსახურების ერთეული ადგილი0,1280,165სკოლები, ინსტიტუტები, კოლეჯები, საბავშვო ბაგა-ბაღები, საგანმანათლებლო დაწესებულებები (ინფრასტრუქტურის ფართზე ტარიფი არ დაერიცხება)ერთ მოსწავლეზე0,1980,256სასტუმროები (ინფრასტრუქტურის ფართზე შიდა მომსახურებისათვის ტარიფი არ დაირიცხება)მომსახურების ერთეული (ერთი საწოლი)1,722,157საავადმყოფოები (ინფრასტრუქტურის ფართზე ტარიფი არ დაერიცხება)ერთი საწოლი1,1571,458პოლიკლინიკები, სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრები, ექიმებისა და სტომატოლოგიური კაბინეტები (ინფრასტრუქტურის ფართზე ტარიფი არ დაერიცხება)საერთო ფართის 1 მ20,160,29სტადიონები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი დაწესებულებების ღია ტერიტორიები და მანეჟები, საჯინიბოები (სატურნირო და სავარჯიშო მოედნების გარდა)ღია ფართის 1 მ20,020,025დახურული ფართის 1 მ20,080,110სასურსათო საქონლის მაღაზიები (სავაჭრო დარბაზი)სამუშაო ფართის 1 მ20,760,9511სამრეწველო საქონლისა და ზოომაღაზიები, აფთიაქები (სავაჭრო დარბაზი)სამუშაო ფართის 1 მ20,250,3112აგრარული ბაზრები, ყვავილების ღია და დახურული მაღაზიებისაერთო ფართის 1 მ20,30,3713შერეული საქონლის ბაზრობებისაერთო ფართის 1 მ20,210,2614ავტოსადგომები და საწყობები პირდაპირი მიყიდვის გარეშე (გარდა საცავებისა პროდუქციის ხანგრძლივი შენახვის დროით)ღია ფართის 1 მ20,020,025დახურული ფართის 1 მ20,080,115ავტოგასამართი სადგურებისაერთო ფართის 1 მ20,080,116მანქანის საჩვენებელი და გასაყიდი ნაგებობებიღია საერთო ფართის 1 მ20,040,05დახურული საერთო ფართის 1 მ20,080,117ა/მანქანების სარემონტო და სამრეცხაო სადგურები, ტექ.მომსახურების ადგილებიღია საერთო ფართის 1 მ20,020,025დახურული საერთო ფართის 1 მ20,140,1718აბანოები, საუნებისაერთო ფართის 1 მ20,180,2219სადალაქოები და სილამაზის სალონებისაერთო ფართის 1 მ20,350,4320მცირე სამეწარმეო საქმიანობა შენობის შიგნით მიმდინარე წარმოებისას საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტებისაერთო ფართის 1 მ20,250,3121რესტორნები, პიცერიები, სასადილოები, /გარდა უმწეოთათვის უფასო სასადილოებისა/ კაფეები და ბარებიერთ დასაჯდომ ადგილზე2,4322საბანკეტო დარბაზები, სარიტუალო მომსახურებისათვისერთ დასაჯდომ ადგილზე0,961,223საცხობები, საოჯახო სამზარეულოებისამუშაო ფართის 1 მ20,260,3224დისკოთეკები, ღამის კლუბები, კაზინოები, ტოტალიზატორები, სათამაშო და გასართობი ცენტრებისაერთო ფართის 1 მ20,360,4525ვაგზლები, აეროპორტები, რკინიგზის, საავტომობილო და მეტროპოლიტენის სადგურებიღია ფართის 1 მ20,0080,01დახურული ფართის 1 მ20,080,126ღია ტიპის დასვენებისა და გასართობი თავშეყრის ადგილები, სკვერები, ბაღები, ატრაქციონებისაერთო ფართის 1 მ20,0080,0127სამხედრო ნაწილები და პენიტენციარული სისტემები (ინფრასტრუქტურის ფართზე ტარიფი არ დაერიცხება)ერთი ადგილი0,60,7528საწარმოო ობიექტების ღია ტერიტორიები, სადაც მიმდინარეობს საწარმოო პროცესისაერთო ფართის 1 მ20,0080,0129სერიული პროდუქციის საწარმოების შენობა-ნაგებობები (საწარმოო ნარჩენების გარდა)საერთო ფართის 1 მ20,040,05 დანართი 2
დედაქალაქის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების ტარიფის (საფასური) გადახდის წესი
მუხლი 1. ზოგადი ნაწილი
1. ეს წესი აწესრიგებს დედაქალაქის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დედაქალაქის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების ტარიფის (საფასური) (შემდგომში - ტარიფი) გადახდასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს გადახდის წესსა და გადამხდელთა უფლება-მოვალეობებს. 2. ტარიფი წარმოადგენს დედაქალაქის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების საფასურს.
3. ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია ტარიფი გადაიხადოს დადგენილ ვადებში.
მუხლი 2. ტარიფის გადამხდელი ტარიფის გადამხდელია ქ. თბილისის ტერიტორიაზე დედაქალაქის დაგვა-დასუფთავებისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის მომსახურების მიმღები, რომელიც ქ. თბილისის ტერიტორიაზე წარმოქმნის ნარჩენს. მუხლი 3. ტარიფის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი
1. ტარიფი გაიანგარიშება მოსახლეობისათვის - აბონენტად დარეგისტრირებულ ელექტროენერგიის მომხმარებლებისათვის (შემდგომში - აბონენტი), მათ მიერ გახარჯული ელექტროენერგიის პროპორციულად. ორგანიზაციების, დაწესებულებების ინდივიდუალური მეწარმეებისა და იურიდიული პირებისათვის - დაგროვებული ნარჩენების წონის, მოცულობის ან/და ნარჩენების დაგროვების ნორმის, ნარჩენების სახეობის მიხედვით, აგრეთვე, ნარჩენების წარმომქმნელის შემოსავლის, ქონების, დაკავებული ფართობის, დასაქმებული პერსონალის რაოდენობის, საქონლის (მომსახურების) მომხმარებელთა რაოდენობის, მიღებული სხვა საბინაო-კომუნალური მომსახურების მოცულობის (ღირებულების) და ა.შ. მიხედვით. ტარიფის ოდენობის დადგენისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ამ სიდიდეების კომბინაციებიც.
2. ქ. თბილისის მოსახლეობისათვის ტარიფის გადახდის ქვითარი (შემდეგში - ქვითარი) გამოიწერება აბონენტზე, რომელიც მასთან ერთად მცხოვრებ პირებთან ერთად არის ნარჩენების წარმომქმნელი და დედაქალაქის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების მიმღები პირი/პირები.
3. ტარიფის გადახდის ქვითარი ორგანიზაციების, დაწესებულებების, იურიდიული პირებისა და ინდივიდუალური მეწარმეებისათვის გამოიწერება იმ ორგანიზაციის, დაწესებულების, იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმის სახელზე, რომლის საქმიანობის შედეგად წარმოიქმნა ნარჩენი და რომელიც არის დედაქალაქის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების მიმღები პირი.
4. ტარიფი შეიძლება გადახდილი იქნეს ქვითარში დაფიქსირებული ნებისმიერი გადამხდელის ან მისი წარმომდგენი სხვა პირის მიერ.
მუხლი 4. ტარიფის გადახდის ვალდებულების წარმოქმნა, შეცვლა და მისგან გათავისუფლება
1. ტარიფის გადახდის ვალდებულება წარმოიქმნება მომსახურების ერთი თვის განმავლობაში მიღების შემთხვევაში. 2. ტარიფი არ დაერიცხება დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული პირებისა და ინდივიდუალური მეწარმეების შენობა-ნაგებობების ფართს ან მათ ნაწილს, ღია ტერიტორიების ფართს ან მათ ნაწილს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო არ ფუნქციონირებს, გამოუყენებელია და არ წარმოიქმნება ნარჩენი. სპეციალიზებულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სადაც სწავლების პროცესი მიმდინარეობს გრაფიკით, მოსწავლეთა ყოველდღიური რაოდენობა იანგარიშება საერთო სიობრივი რაოდენობრიობიდან გრაფიკის მიხედვით საშუალო დასწრებაზე ყოველდღიურად. 3. დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან დადგენილი წესით რეგისტრაციიდან ან შექმნის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის დღიდან (აგრეთვე რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის და ნებისმიერი ცვლილების შემთხვევაში) არა უგვიანეს 30 დღისა, აღნიშნულის თაობაზე აცნობონ დედაქალაქის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების განმახორციელებელ სამსახურს ან ოპერატორს. მიუხედავად შეტყობინების განხორციელების დღისა დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან ტარიფი გადაიხადონ მომსახურების მიღების მთელ პერიოდზე.
4. მომსახურების ერთ თვეზე მეტი ხნით შეწყვეტის შემთხვევაში, ტარიფის გადამხდელის მოთხოვნით გადასახდელი თანხა შესაძლებელია შემცირდეს ამ პერიოდში გადასახდელი ტარიფის ოდენობით. 5. მომსახურების შეფერხების, შეზღუდვის, დაგვიანების, აგრეთვე მომსახურების ერთ თვეზე ნაკლები დროის განმავლობაში შეწყვეტის შემთხვევაში ტარიფის გადამხდელს არ აქვს უფლება მოითხოვოს ტარიფის განაკვეთის გადახდისაგან გათავისუფლება ან მისი განაკვეთის შემცირება.
მუხლი 5. ტარიფის ჩარიცხვის წესი
1. ტარიფის მიმღები არის დედაქალაქში დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების განმახორციელებელი პირი.
2. ტარიფი მთლიანად ჩაირიცხება დედაქალაქში დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების განმახორციელებელი პირის მიერ მითითებულ ანგარიშზე.
მუხლი 6. ქვითრის რეკვიზიტები და ტარიფის გადახდის პერიოდულობა 1. ტარიფის გადახდა წარმოებს შესაბამის ანგარიშზე ქვითრის ან ელექტონული ანგარიშსწორების საშუალებით. 2. ქვითრის სავალდებულო რეკვიზიტებია:
ა) ტარიფის გადამხდელის მონაცემები;
ბ) გადასახდელი თანხა;
გ) გადახდის ვადა;
დ) გადახდის ადგილი.
3. ტარიფი გადაიხდევინება თვეში ერთხელ. 
Автор
nachkebianinofari
Документ
Категория
Без категории
Просмотров
17
Размер файла
82 Кб
Теги
dasuftaveba
1/--страниц
Пожаловаться на содержимое документа