close

Вход

Забыли?

вход по аккаунту

?

tevzis mrecavi

код для вставкиСкачать
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა
I. საგანმანათლებლო პროგრამის სახელწოდება: თევზის მრეწავი
II. პროფესიული განათლების საფეხური: მეორე
III. მისანიჭებელი კვალიფიკაცია: თევზის მრეწავის მეორე საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია
IV. პროგრამის მოცულობა: სანაპირო თევზჭერის მეთევზის მეორე საფეხურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს 15 კრედიტს (375 საათი- 3 თვე), რომლის 60% (9 კრედიტი-225 საათი) ეთმობა სასწავლო კომპონენტს, ხოლო 40% (6 კრედიტი-150 საათი) -სასწავლო საწარმოო პრაქტიკას.
V. პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:
პროგრამაზე სასწავლებლადდაიშვება პირი, რომელსაც დასრულებული აქვს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მეორე საფეხური (9 კლასი)
VI. პროფესიული პროგრამის მიზანი:
პროგრამის მიზანია მოამზადოს მეორე საფეხურის სანაპირო თევზჭერის მეთევზე, რომლის ფუნქციებს წარმოადგენს:
საწარმოო-ტექნოლოგიურ და გარემოსდაცვითი საქმიანობა. სანაპირო თევზჭერის მეთევზე იჭერს თევზს პროფესიონალი მეთევზის თევზსაჭერი აღჭურვილობის გამოყენებით, ზღვის სანაპირო ზონაში ან შიდა წყალსატევებში (ტბა, წყალსაცავი, მდინარე). სანაპირო თევზჭერის მეთევზის მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს დაჭერილი თევზის პირველადი დამუშავება და მისი მარკეტინგი. სანაპირო თევზჭერის მეთევზის საქმიანობა მოითხოვს ნაოსნობის ცოდნას, მზადყოფნას იმუშაოს როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფში, მაღალი ფიზიკური და გონებრივი დაძაბულობის ამტანიანობას, მზადყოფნას იმოქმედოს საგანგებო სიტუაციებში. VII. სწავლის შედეგი: ცოდნა და გაცნობიერება
ზოგადად იცის შემდეგი საკითხები: სარეწი თევზების სახეობები და მათი საარსებო გარემო;
თევზის ბუნებრივი მარაგის მრავალფეროვნება, თევზის დაცული სახეობები და თევზის რესურსების აღწარმოების საფუძვლები;
თევზისა და წყლის ბინადართა ძირითადი დაავადებები და სიმპტომები;
მდინარეზე, ტბებზე, წყალსაცავებზე, ტბორებზე და საზღვაო სანაპირო თევზჭერის იარაღები, მათი აგებულება, დამჭერიანობის მაჩვენებლები, აგების ტექნოლოგია;
თევზჭერის წესები, ხერხები და მეთოდები; ბუნებრივ პირობებში და ბადეიარაღით თევზჭერის ზონაში ჭერის ობიექტების ქცევის თეორიული საფუძვლები;
ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი
შეუძლია სტაბილურ გარემოში შეასრულოს წინასწარ განსაზღვრული დავალებები ძირითადი მეთოდების, ინსტრუმენტებისა და მასალების გამოყენებით. მას უნდა შეეძლოს შემდეგი სამუშაოების შესრულება: ხელსაწყო-იარაღების დაზიანების აღმოფხვრა, მცურავი საშუალების მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში მისი შეკეთება, საგანგებო დახმარების გამოძახება ან ალტერნატიული გზების მოძიება;
სახელმწიფო კომპეტენტური ორგანოების, უწყებების მიერ მეთევზეთა ინსტრუქციებში შეტანილი ცვლილებების და ნავიგაციის უსაფრთხოების შესახებ ინფორმაციის დამახსოვრება;
თევზჭერის წესების, ქვოტებისა და შეზღუდვების დამახსოვრება;
ამა თუ იმ სახეობის თევზის მოპოვებისთვის განსაზღვრული რეწვის რაიონისა და დროის პერიოდის დამახსოვრება;
ძრავებისა და ჯალამბრების ტექნიკური მომსახურების ძირითადი წესების დამახსოვრება.
დასკვნის გაკეთების უნარი
შეუძლია :
გუნდური მუშაობა, საქმიანობის ხელმძღვანელთან ან გემის კაპიტანთან კოორდინირება; ორგანიზებულობა, დისციპლინა და პუნქტუალურობა, საკუთარი ფუნქციებისა და მოვალეობების გაცნობიერება;
კომუნიკაციის უნარი
შეუძლია პროფესიულ საკითხებზე დეტალური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია ქართულ და უცხოურ ენაებზე. მას უნდა შეეძლოს: სატელევიზიო, რადიო, სატელეფონო შეტყობინებებით ან ინტერნეტ საიტებზე ამინდის შესახებ ინფორმაციის მოძიება;
-მეთევზეთა კავშირების და ასოციაციების პასუხისმგებელ პირებთან, მეთევზეებთან საუბრისას ინფორმაციის მიღება თევზჭერის სეზონის გახსნისა და დახურვის შესახებ.
ინფორმაციულ-კომუნიკაციური ტექნოლოგიების გამოყენება კომპიუტერული კომპეტენციების სისტემის ფარგლებში
სპეციალურ ლიტერატურაში, მეთოდურ მითითებსა თუ სახელმძღვანელოებში, პროფესიულ ჟურნალ-გაზეთებში ან ინტერნეტში სფეროში არსებული სიახლეების, მეთევზეობაში გამოყენებული ტექნოლოგიების, ქვეყნის და საერთაშორისო ბაზარზე ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გაცნობა;
საჭირო ხელსაწყოებისა და დანადგარების ინსტრუქციებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის, წარწერებისა და მითითებების გაცნობა და გაგება;
ცხრილის სახით წარმოდგენილი ინფორმაციის კითხვა.
დამქირავებელთან, კოლეგებთან ფუნქციების განაწილების თაობაზე, ინფორმაციის გაცვლის, ტექნიკური ან სხვა საჭირბოროტო საკითხებისა და პრობლემების მოგვარების მიზნით კომუნიკაცია; სახელმწიფო ორგანოების თანამშრომლებთან პატიოსანი თევზჭერისა და უსაფრთხო ნავიგაციის შესახებ ინფორმაციის გაზიარება;
თანამშრომელთათვის მოსაზრებების, რჩევების გაზიარება და მითითებების მიღება. სწავლის უნარი
შეუძლია:
არითმეტიკული ოპერაციების შესრულება რაციონალურ რიცხვებზე, მთელ რიცხვებზე, წილადებზე და ათწილადებზე; თანაფარდობების, პროპორციებისა და პროცენტების გამოთვლა; გამოთვლების შესრულება როგორც ზეპირად, ასევე კალკულატორის ან კომპიუტერის გამოყენებით; გეომეტრიული გაანგარიშებების გაკეთება (ფართობი, მოცულობა, პერიმეტრი, კუთხის გამოთვლა-გაზომვა);
სამუშაოს დაწყების და დასრულების ოპტიმალური დროისა და პერიოდის შერჩევა;
საჭირო იარაღების მომარაგება და წესრიგში მოყვანა;
სამუშაოს შესასრულებლად აუცილებელი სამუშაო ძალის რაოდენობის წინასწარი შეფასება და განაწილება.
ღირებულებები
გათავისებული აქვს პროფესიული საქმიანობისათვის დამახასიათებელი ღირებულებები და მოქმედებს მათ შესაბამისად. იცის:
შრომითი ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმები;
პროფესიის მარეგულირებელი ნორმები; (საქართველოს ბუნებადაცვითი კანონმდებლობის საფუძვლები; წყლის გარემოს დაცვის სამართლებრივი ნორმები; საქართველოს წყალსატევებში თევზის მარაგის დაცვის სამართლებრივი საფუძვლები; თევზჭერის საერთაშორისო ხელშეკრულებების მოთხოვნები)
პროფესიული ეთიკისა მარეგულირებელი ნორმები;
შრომის უსაფრთხოებისა და ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის მარეგულირებელი ნორმები;
ინდივიდუალური დამცავი საშუალებები და მისი გამოყენების წესები; სანიტარულ-ჰიგიენური წესები;
პირველადი სამედიცინო დახმარების წესები.
VIII. სწავლის შედეგების რუქა სასწავლო კურსები/
მოდულები/საგნები
სწავლის შედეგები
ცოდნა და გაცნობიერება
ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი
დასკვნის გაკეთების უნარი
კომუნიკაციის უნარი
სწავლის უნარი
ღირებულებები
სამშენებლო მასალები და დუღაბის სამუშაოები
×
x
x
x
x
×
საკალატოზო სამუშაოების წარმოება
x
×
x
x
x
x
საჭირო მექანიზმები და მოწყობილობები
x
×
×
x
x
x
ნახაზების კითხვა
x
x
x
x
სასწავლო და სწარმოო სწავლება
x
×
×
კომპიუტერული თეორიის საფუძვლები
x
x
უცხო ენა
x
x
x
IX. სასწავლო გეგმა (მითითებულია სასწავლო კურსები/საგნები/მოდულები/საწარმოო პრაქტიკა კრედიტების მიხედვით. კრედიტი მოიცავს როგორც სააუდიტორიო, ასევე დამოუკიდებელი მუშაობის საათებს)
ს ა გ ნ ე ბ ი
კრედიტების რაოდენობა
ს ა ა თ ე ბ ი ს გ ა ნ ა წ ი ლ ე ბ ა
სულ საათების რაოდენობა
საკონტაქტო საათები
დამოუკიდებელი საათები
ლექცია/პრაქტიკული
ლაბორატორიული
სასწავლო პრაქტიკა
საწარმოო პრაქტიკა
შუალედური/
დასკვნითი შეფასება
სამშენებლო მასალები და დუღაბის სამუშაოები
1
19
6
25
საკალატოზო სამუშაოების წარმოება
1
19
6
25
საჭირო მექანიზმები და მოწყობილობები
1
19
6
25
ნახაზების კითხვა
1
19
6
25
სასწავლო და სწარმოო სწავლება
4
64
36
100
კომპიუტერული თეორიის საფუძვლები
1
19
6
25
უცხო ენა
1
19
6
25
სულ
10
114
64
36
36
250
X.პროფესიული სტუდენტის სასწავლო საქმიანობა(დატვირთვა)
პროფესიული სტუდენტის სასწავლო საქმიანობა(დატვირთვა) მოიცავს:
ლექციაზე დასწრება/სამუშაო ჯგუფში მუშაობას
პრაქტიკულ მეცადინეობას
საწარმოო პრაქტიკას
გამოცდების (შუალედური და დასკვნითი) ჩაბარებას
XI. პროფესიული სტუდენტის ცოდნის შეფასება (ადეკვატურია პროფესიული სტუდენტის კრედიტების გაანგარიშების წესში მითითებული შეფასების სისტემის)
დადებით შეფასებად ჩაითვლება:
ფრიადი - მაქსიმალური შეფასების 91% და მეტი; ძალიან კარგი - მაქსიმალური შეფასების 81-90%; კარგი - მაქსიმალური შეფასების 71-80%; დამაკმაყოფილებელი - მაქსიმალური შეფასების 61-70%; საკმარისი - მაქსიმალური შეფასების 51-60%; უარყოფით შეფასებად ჩაითვლება: (FX) ვერ ჩააბარა - მაქსიმალური შეფასების 41-50%, რაც ნიშნავს, რომ პროფესიულ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება.
(F) ჩაიჭრა - მაქსიმალური შეფასების 40% და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ პროფესიული სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი. მაქსიმალური შეფასება 100 ქულაა.
პროფესიული სტუდენტის მიერ მიღწეული სწავლის შედეგების ერთჯერადად - მხოლოდ დასკვნითი გამოცდის საფუძველზე შეფასება დაუშვებელია.
პროფესიულ სტუდენტს უფლება აქვს, გავიდეს დამატებით გამოცდაზე დასკვნით გამოცდაზე უარყოფითი შეფასების მიღების შემთხვევაში, არანაკლებ 10 დღეში.
შეფასების ფორმა:
შუალედური შეფასება დასკვნითი შეფასება
შეფასების მეთოდი:
ტესტი
ზეპირი გამოკითხვა
პორტფოლიო
ჯგუფური/ინდივიდუალური პროექტი
დაკვირვება და დემონსტრირება
XII. სწავლების მეთოდები
(სასწავლო კურსის/მოდულის სწავლის შედეგების მიღწევისათვის შემუშავებულია სწავლების ადეკვატური მეთოდები).
თეორიული სწავლება
პრაქტიკული მეცადინეობა
სასწავლო პრაქტიკა
საწარმოო პრაქტიკა
XIII. ინფორმაცია საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებისათვის აუცილებელი ადამიანური რესურსის შესახებ.
კურსი/მოდული/საგანი
სახელი, გვარი
კვალიფიკაცია
სამშენებლო მასალები და დუღაბის სამუშაოები
შაპოვალოვი რაგიმ
ინჟინერ-მშენებელი
საკალატოზო სამუშაოების წარმოება
შაპოვალოვი რაგიმ
ინჟინერ-მშენებელი
საჭირო მექანიზმები და მოწყობილობები
შაპოვალოვი რაგიმ
ინჟინერ-მშენებელი
ნახაზების კითხვა
შაპოვალოვი რაგიმ
ინჟინერ-მშენებელი
კომპიუტერული თეორიის საფუძვლები
რიჟამაძე მერი
ინფორმაციული ტექ. ოპერ. პროგრ. და კომპ.ოფისის მენეჯერ-ოპერატორი
უცხო ენა
ჯაბუა ეკატერინე
ფილოლოგის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ანგლისტიკის სპეციალობით.
XIV. ინფორმაცია საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებისათვის აუცილებელი მატერიალური რესურსის შესახებ. (ინფორმაცია მატერიალური რესურსის (სახელოსნოები, ლაბორატორიები, მანქანა-დანადგარები, ხელსაწყო-იარაღები, თვალსაჩინოება) შესახებ, რომელიც აუცილებელია საგანმანათლებლო პროგრამით განსაზღვრული ცოდნის, უნარებისა და ღირებულებების ჩამოყალიბებისათვის)
კორპუსი
სართული
აუდიტორია
ფართობი კვ.მ
სახელოსნო
ფართობი კვ.მ
ასევე გაგვაჩნია სანაპირო თევზჭერის მეთევზის სამუშაოებისათვის საჭირო ხელსაწყო-იარაღები, თვალსაჩინოებანი და სადემონსტრაციო მასალა-პრეზენტაციები და ვიდეოფილმები.
XV. პროფესიის სპეციფიკური მოთხოვნები ფიზიკური ჯანმრთელობა, აქტიურობა, მუცლისა და ზურგის კუნთების გამოყენება სხეულის მდგომარეობის შესანარჩუნებლად დაღლის გარეშე;
ღია ცის ქვეშ, ნებისმიერ ამინდში, ცხელ ან ცივ გარემოში ხანგრძლივად მუშაობის შესაძლებლობა;
ხანგრძლივი დროის განმავლობაში ფეხზე დგომა, მონოტონური ოპერაციების შესრულება;
მაქსიმალური კუნთოვანი ძალის გაწევა საგნის აწევისას, გადატანისას, დაჭიმვისას, გამოგდებისას;
არანორმირებული სამუშაო გრაფიკი, მუშაობა ღამის საათებში და უქმე დღეებში; ახლოს მდებარე (რამოდენიმე ათეულ სანტიმეტრში) საგნების დეტალურად გარჩევა;
კიდურების (მაგალითად ორი ხელი, ან ორი ფეხი, ან ხელი და ფეხი) კოორდინირებული მოძრაობა მჯდომარე, მდგარ ან მწოლიარე პოზიციაში.
Автор
eku1378
Документ
Категория
Без категории
Просмотров
136
Размер файла
108 Кб
Теги
tevzis, mrecavi
1/--страниц
Пожаловаться на содержимое документа