close

Вход

Забыли?

вход по аккаунту

?

გლობალიზაცია

код для вставкиСкачать

6
საკმარისია მიმოვიხედოთ, რათა დავრწმუნდეთ იმაში, თუ რამდენად დიდია საქართველოზე გლობალიზაციისა და კულტურული იმპერიალიზმის გავლენა. ჩვენს გარშემო ყველაფერს გლობალიზაციის კვალი ამჩნევია: დილით ადგომისთანავე კბილებს იხეხავენ Colgate-ის კბილის პასტით, სვამენ Nescafé-ს ყავას, იცვამენ Nike-ს სპორტულ ფეხსაცმელებს, მიიჩქარიან მაკდონალდსში, რათა მიირთვან ბიგმაკი და ჩიზბურგერი, სიცხეს კოკა-კოლათი და პეპსითი ებრძვიან, ბავშვები Superman-ს, Spider-Man-ს და Batman-ს ბაძავენ, პატარა გოგონები ბარბებით თამაშობენ, "ჰარი პოტერ"ს კითხულობენ, კინოთეატრებში უყურებენ ჰოლივუდურ მელოდრამას პოპკორნის თანხლებით, რთავენ კომპიუტერს და ინტერენეტში ინფორმაციას ინგლისურ ენაზე ნახულობენ,სკაიპის თუ სოც. ქსელების მეშვეობით უკავშირდებიან შორეულ ქვეყნებში მყოფ ადამიანებს, CNN-ს უყურებენ, უსმენენ რეპს და დასავლურ პოპმუსიკას, თინეიჯერები ცეკვავენ ბრეიქდანსს, სადღაც ეწევიან Marlboro-ს, ქალები კითხულბენ Cosmopolitan-ს, დიასახლისი კეტჩუპის ლაქას აშორებს ლევისის ჯინსს "არიელი"ს სარეცხი ფხვნილით, ok-თი გამოხატავენ თანხმობას, ტირიან ლათინოამერიკულ ტელესერიალებზე...
გლობალიზაციის და კულტურული იმპერიალიზმის ნიშნები ყველგანაა, განსაკუთრებით კი დიდია ამერიკის შეერთებული შტატების გავლენაა. იმდენად, რომ ამერიკანიზაციაზეც შეძლება ვისაუბროთ.
კულტურული იმპერიალიზმი არ არის ახალი ფენომენი. ის თითქოსდა გლობალიზაციის გვერდით თანმდევ მოვლენად იქცა. გლობალიზაციას და ერებსა თუ კულტურებს შორის საზღვრების წაშლას არ მიუღია თანაბარმიმართული პროცესის სახე. ზოგიერთმა და განსაკუთრებით დასავლურმა კულტურებმა დომინანტობა მოიპოვეს. გლობალიზაცია კულტურათა გლობალიზაციასაც გულისხმობს. კულტურათა დაახლოების საყოველთაო ტენდენცია უმტკივნეულოდ არ მიმდინარეობს. ბევრი ქვეყანა მიიჩნევს, რომ დიდი და მაღალგანვითარებული ქვეყნები სუსტებს თავს საკუთარ კულტურას ახვევენ, რომ ამას იმპერიალიზმი მოჰყვება და ა.შ. მიიჩნევენ, რომ ამერიკული კულტურული იმპერიალიზმი არის საფრთხე სხვა კულტურებისთვის. კულტურები ვეღარ ინარჩუნებენ საკუთარ იდენტურობას.
გლობალიზაციის უმთავრესი მამოძრავებელი ძალა და ბიძგისმიმცემი ინტერნეტია. ქართველი მომხმარებელი ამ მხრივ არ ჩამორჩება გლობალიზაცის პროცესს და ისინი ინტერნეტის მეშვეობით მეყსეულად ამყარებენ კონტაქტს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილთან, ინტერნეტს იყენებენ გართობისა და დასვენების საშუალებად, იღებენ ინფორმაციას, ატარებენ საბანკო ოპერაციებს თუ სავაჭრო პროცესებს, იყენებენ როგორც ცოდნის მიღების საშუალებას. ინტერნეტით ეცნობიან დასავლურ თუ ნებისმიერი სხვა ქვეყნის კულტურას, იღებენ მას და ხშირად მისაბაძადაც იხდიან. ელექტრონული მედიისა 7
და მასობრივი კომუნიკაციის საშუალებებს შორის რადიო ყველაზე უფრო გლობალიზებულად შეიძლება ჩაითავალოს. დღეს მისი როლი შემცირდა, თუმცა განსაკუთრებით დიდია რადიოს როლი მუსიკის პოპულარიზაციაში. კერძოდ, სწორედ რადიოს საშუალებით მოხდა ანგლოამერიკული პოპმუსიკის მთელ მსოფლიოში გავრცელება.
ქართული ტელევიზიაც გლობალიზაციის პროცესს მიჰყვება. სატელევიზიო პროგრამები სავსეა ამერიკული ფორმატის გადაცემებით, დასავლურის ანალოგი ტოქშოუებით, ჰოლივუდური ფილმებით, ლათინოამერიკული თუ ა.შ.შ-ს სერიალებით და მათ მიხედვით გადაღებული ქართული სერიალებით და ფილმებით. ქართულ კინოინდუსტრიაში იგრძნობა ჰოლივუდური ფილმების გავლენა.
ინგლისური ენის გლობალიზაცია მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარეობს. ინგლისური ,როგორც საერთაშორისო ენა უკანასკნელი წლებში ფართოდ გავრცელდა და მისი ზეგავლენა საქართველოშიც იგრძნობა. "ანგლიზაცია", ცხადია, უმტკივნეულოდ არ მიდინარეობს. ქართულ ენაში ბოლო დროს მომრავლებული ანგლიციზმები, ხშირად, ხელოვნურის და შეუსაბამოს შთაბეჭდილებას ქმნის.
ამერიკული გავლენა გაცილებით მძაფრად იგრძნობა თინეიჯერებში, რადგან ამ ასაკში ჯერ კიდევ ჩამოუყალიბელია პიროვნება და იოლია მის აზროვნებაზე ზემოქმედება. თინეიჯერები ადვილად ითვისებენ ენას, ჩვევებს, მათაც სურთ ისეთები იყვნენ, როგორც ამერიკელი თანატოლები. ამერიკული კულტურის ელემენტები მათთვის მოდურობასთან და თანამედროვეობასთან ასოცირდება.
გლობალიზაციას და კულტურულ იმპერიალიზმს პირველ რიგში მასობრივი კომუნიკაციის საშუალებები, მედიები უწყობს ხელს. სწორედ ისინი ახდენენ ამერიკული თუ სხვა რომელიმე დომინანტი კულტურის პოპულარიზაციას და ხელს უწყობენ მის გავრცელებას. მასობრივი კომუნიკაციის საშუალებების გავრცელების, ტექნიკის განვითარების კვალდაკვალ იმატებს გლობალიზაციის ზრდის პროცესიც.
ბუნებრივია ისმის კითხვა სადამდე შეიძლება ამან მიგვიყვანოს? რა არის თავისი არსით გლობალიზაცია? საფრთხე თუ ბედნიერება? ნიშნავს კულტურული იმპერიალიზმი არადომინანტი კულტურების განადგურებას? თუმცა ამ პროცესების კვალდაკვალ უნდა აღვნიშნოთ, რომ ამერიკული კულტურის ერთი და იგივე პროდუქტი სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული სახით შედის. ნებისიერი კულტურული თუ არაკულტურული პროდუქტი ადგილობრივი მოთხოვნილებების, ტრადიციებისა და შეხედულებების შესაბამისად "იფუთება" და ხდება ადგილობრივ კულტურასთან ადაპტირება, რადგან მარკეტოლოგებმა კარგად იციან, რომ კულტურული ნორმების უცოდინარობამ და არგათვალისწინებამ მწარმოებელს შეიძლება 8
დიდი ზარალი მიაყენოს,მაგრამ ეს არ შეიძლება იყოს არგუმენტი გლობალიზაციის საფრხეების წინააღმდეგ,ზოგი მიიჩნევს, რომ ამერიკულ კულტურას, თუნდაც სახეშეცვლილსაც შეუძლია სხვა კულტურის განდგურება.
მსოფლიო გლობალიზაციის პროცესი სულ ახალ-ახალ სახელმწიფოს ითრევს თავის მორევში. დასავლეთის დემოკრატიულ სივრცესთან თანდათანობით დაახლოებით, დიდი საერთაშორისო პროექტების განხორციელებაში მონაწილეობით ამ პროცესში თავისთავად ებმება საქართველოც. სანამ სპეციალისტები ამ ახალ, ჯერ ბოლომდე შეუსწავლელ ფენომენს იკვლევენ, მის დეფინიციას იძიებენ და ნაირ-ნაირ კონცეფციებს ამუშავებენ, ის განუხრელად შემოდის ჩვენს ცხოვრებაში და დიდ გავლენას ახდენს თითოეული ჩვენგანის აზროვნებასა და ქცევაზე. ამიტომ, თუ ვფიქრობთ მომავალზე, ვალდებულნი ვართ ვიცოდეთ, რასთან გვაქვს საქმე, რა ჩრდილ-ნათელი გააჩნია და რას გვიქადის მომავალში.
გლობალიზაციაში იგულისხმება მსოფლიო მასშტაბით წარმოების გასაზოგადოება-ინტერნაციონალიზაცია. კაპიტალის თავისუფალი ბრუნვა, საერთო ბაზრის ჩამოყალიბება, ინფორმაციის, იდეების, თანამედროვე მენეჯმენტისა და მარკეტინგის გამიცდილების სწრაფი გაცვლა. აქედან გამომდინარე, ხელს უწყობს პოლიტიკურად, ეკონომიკურად, იდეოლოგიურად მოწესრიგებული სამყაროს ჩამოყალიბებას. უეჭველია, გლობალიზაცია დაეხმარება ქვეყნების, საერთოდ კაცობრიობის აღმასვლით განვითარებას, მსოფლიო მასშტაბით თავისუფალი, დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებას. რა თქმა უნდა, ის დიდ სიკეთეს მოუტანს საქართველოსაც, ხელს შეუწყობს იმ დახურული სივრციდან გასვლაში, რომელიც ასწლეულების განმავლობაში აშორებდა პროგრესულ პროცესებს, უზრუნველყოფს მის უსაფრთხოებას და დემოკრატიული გზით განვითარებას. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ვაღიარებთ გლობალიზაციის სიკეთეს, რისკის ფაქტორიც უნდა გავითვალისწინოთ. უნდა გავაცნობიეროთ ისიც, რომ გლობალიზაცია არ ეფუძნება საყოველთაოდ აღიარებულ ფასეულობებს. არ უნდა დავუშვათ, რომ გლობალიზაცია გასასამართლებელი საბუთი გახდეს შემტევი, ზღვარდაუდებელი, ლიბერალური კაპიტალიზმის სასარგებლოდ, რომელსაც თან ახლავს კულტურების ნიველირება. გლობალიზაციის ფართო სივრცის შიგნით მაინც უნდა დარჩეს ხალვათი ადგილი აზრთა სხვადასხვაობისთვის. რომელსაც ანგარიში უნდა გაუწიოს კომპანიების მართვიდან დაწყებული, სკოლებისა და უნივერსიტეტების დაარსებით დამთავრებული. გათვალისწინებული უნდა იქნეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი: ადამიანის უფლებისადმი პატივისცემა, ის ქმედითი ნორმაა, რომელიც საჭიროა პოლიტიკური, დიპლომატიური, ეკონომიკური და საერთასორისო ურთიართობების წარმართვისათვის. ლობალიზაცია, როგორც ზეეროვნული საერთაშორისო ინტეგრაციის პროცესი, დადებით ტენდენციებთან ერთად ნეგატიურსაც შეიცავს. დგება დრო, როცა შეიძლება ყველაფერი თავდაყირა დადგეს. ვერავინ ვიტყვიტ, როგორი იქნება ორი ათეული წლის შემდეგ ახლო აღმოსავლეთი, რომლის მილიონობით მოსახლეობა მეშვიდე საუკუნის ცხოვრების წესით ცხოვრობს და მათი "გადმობარგება" 21-ე საუკუნეში იოლი როდი იქნება. ჩვენი პატარა ქვეყანა ძალაუნებურად ჩართულია გლობალიზაციის პროცესში. თუმცა გამოსავალი როგორც ყველგან აქაც არსებობს. ჩვენი ვალია გავხადოთ გლობალიზაცია ჰუმანური_ ის არ უნდა იყოს დამანგრეველი ძალა. აგნვითარებადი ქვეყნებისათვის ეს იმას ნიშნავს, რომ გახვიდე თანამედროვე, განვითარებულ დასავლეთზე, მაგრამ გლობალიზაციის ეს ფორმა ჩვენგან საჭიროებს იდენტურობის მრავალჯერად და ალბათობის მრავალგზისობის დაშვებას. გლობალიზაცია თავისთავად გულისხმობს შევეგუოთ ახალი ტიპის მსოფლიოს. გასათვალისწინებელია, რომ გლობალიზაცია თანამედროვე ცივილიზაციის კანონზომიერი 9
განვითარების ბუნებრივი, თანმხლები პროცესია. ყველა პროგნოზით, მომავალში ის კიდევ უფრო მძლავრად განვითარდება. ამიტომ, უგუნურება იქნება, წინ აღვუდგეთ ამ ყოვლისმომცველ პროცესს. ის აღგვის პირისაგან მიწისა ყველა დაბრკოლებას და რისხვად დაატყდება თავს მის ხელშემშლელებს. თუმცა ის, გარკვეულ ფარგლებში მაინც შეგვიძლია ვმართოთ. ამიტომ ვალდებულნი ვართ ისე წარვმართოთ საქმე, რომ გლობალიზაციის უპირატესობები გამოვიყენოთ ჩვენდა სასიკეთოდ და ამასთან ერთად მაქსიმალურად დავიცვათ თავი მისი უარყოფითი ზემოქმედებისაგან. გლობალიზაციის იდეურ საფუძველს ხომ ინდივიდის აბსტრაქცია წარმოადგენს. ამიტომ ის არ ცნობს ეროვნულობას და მისთვის პრიორიტეტულია მხოლოდ და მხოლოდ უნივერსალური, აბსოლუტური ღირებულებები. ყოველგვარი სხვა ფასეულობა _ კულტურული და ცივილიზაციური განსხვავებები, ლოკალური, ეროვნული თავისებურებები, მისთვის მეორე ხარისხოვანია. ის მსოფლიოს ერთფეროვნებას, ხალხთა ტრადიციების წაშლას მოასწავებს, ზრდის კულტურათა და ეროვნებათა ნიველირებისა და საბოლოო ჯამში, მათი გადაშენების ალბათობას. ჩვენთვის, სწორედ ამიტომ წინა პლანზე უნდა იდგეს ეროვნულობა. ჩვენ, სწორედ ჩვენი ტრადიციებით ვფასობთ. მსოფლიოს აღფრთოვანებს ჩვენი სიმღერაც და ცეკვაც, სწორედ იმიტომ რომ ქართულია. საქართველომ საუკუნეების ქარტეხილს გაუძლო და ჩვენ არ გვაქვს იმის უფლება, რომ "სისხლით დაცული" ერი დღეს, უკვე 21-ე საუკუნეში ავთქვიფოდ სხვა ერებში. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი მამული, ენა, სარწმუნოება, ტრადიციები, ფოლკლორი, საერთოდ ჩვენი კულტურა. ე.ი. ეროვნულობა და ამ თავისებურებებითა და კოლორიტით შევიდეთ მსოფლიო თანამეგობრობაში. ჩვენ დიდი დაფიქრება გვმართებს. არ უნდა გადმოვიღოთ სხვათა გამოცდილება ბრმად. არამედ მოვიძიოთ, გამოვიმუშაოთ და დავნერგოთ ეროვნულად ადაპტირებული დემოკრატიზმის ფორმები. ასეთი სახელმწიფოს საგარეო და საშინაო პოლიტიკა ერთმანეთისაგან გათიშულს კი არა, სახელმწიფო პოლიტიკის ერთიან ნაწილს უნდა წარმოადგენდეს და მიმართული იყოს შიდა პრობლემების გადაწყვეტაზე, ქვეყნისა და ხალხის მომავალზე.
სახიფათაკრძალვები, რომლებიც ჯერ კიდევ ტრადიციაა, მალე შესაძლოა, სახიფათო ტენდენციად ჩამოყალიბდეს. პროცესი დაწყებულია. ბოლო დროს სექსუალურ ნიადაგზე რამდენიმე მკვლელობა მოხდა. ახალგაზრდებს შორის ქორწინების გარეშე ურთიერთობა ვანდალურ დანაშაულში გადაიზარდა. იყო შემთხვევები, როცა გოგონამ მოკლა ბიჭი და პირიქით. საქართველოში ქორწინებამდე სექსი, ტრადიციულად, აკრძალულია, სამაგიეროდ მისაღებია დასავლური ცივილიზაციისთვის. შემთხვევითი არ არის, რომ ჩვენთან ფსიქოლოგებიც კი (რაც, საერთოდაც, ძალიან პარადოქსულია) ეგრეთწოდებულ ნაადრევ სექსს სერიალებსა და დასავლური ცხოვრების სტილს უკავშირებენ. იმათ უყურებენ და შემდეგ თვითონაც იმეორებენო, - ძირითადად ასეთია პათოსი და განწყობა.
შეიძლება თუ არა, ამას გლობალიზაციისა და ტრადიციების კონფლიქტი ვუწოდოთ? როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება? რამდენად სწორია საზოგადოებისა და, აქიდან გამომდინარე, მშობლების დამოკიდებულება ქორწინებამდე სექსის მიმართ? აგრესია (ანუ მკვლელობა სექსუალური ურთიერთობების ნიადაგზე) არის თუ არა პასუხი აკრძალვებზე და რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ამგვარი ტრაგიკული შემთხვევები არ განმეორდეს?
საინტერესოა, რომ საქართველოში პირადად ჩვენ ვერ მოვძებნეთ ფსიქოლოგი, რომელიც ამ პრობლემაზე დაგველაპარაკებოდა. თუმცა, საკმაოდ ბევრ ორგანიზაციას შეხვდებით, რომლებიც ფსიქოლოგიური პროფილით მუშაობენ და თანაც გრანტებსაც იღებენ, თუმცა კვლევები იმასთან დაკავშირებით, რა გავლენას ახდენს სერიალები მოზარდებზე ან რამდენი პროცენტი უყურებს მას, ფსიქოლოგებს არ გააჩნიათ. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ვერ მივაკვლიეთ. არადა ყველგან დავრეკეთ, საკმაოდ ტიტულოვან ფსიქოლოგებთანაც, მათ შორის უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტშიც. მართალია, ყველგან კონკრეტული პირების კოორდინატებს გვაძლევდნენ (ხელცარიელი არ გამოვუშვივართ), მაგრამ სამაგიეროდ ადრესატი გაოცებული ტონით გვეუბნებოდა: ეს ჩემი კომპეტენცია არ არისო. ზოგიერთებმა ამ შემზარავი ფაქტების შესახებაც არაფერი იცოდნენ. როგორც ჩანს, ჩვენთან ასეთ ფაქტებს, ბევრწილად, როგორც კრიმინალს, ისე აღიქვამენ და ფსიქოლოგებს არ აინტერესებთ მათი კვლევა.
ერთადერთი, ვინც ინტერვიუზე დაგვთანხმდა, რუსუდან ფხაკაძე გახლავთ. მას ორი კრიზისული ცენტრი აქვს - გორსა და ზუგდიდში, ასევე თავშესაფარი დევნილთათვის თბილისში. არის ქალთა საკონსულტაციო ცენტრის ხელმძღვანელი.
თუმცა, მისი პასუხების შემდეგ, პირადად მე, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ფსიქოლოგებს საქართველოში ჯერ ფუნქცია არა აქვთ, მათი მიდგომები ან მოძველებულია, ან, უბრალოდ, ზედაპირული. პასუხები კი სალექციო ხასიათს უფრო ატარებს, ვიდრე კონკრეტული ფაქტის ანალიზს იძლევა.
რუსუდან ფხაკაძე:
- თუ ტელევიზიას თვალს გადავავლებთ, ვნახავთ, რომ იაფფასიანი, საშინელი, სექსუალური, ძალადობრივი სცენებითაა გადატენილი ეკრანი. რასაკვირველია, ახალგაზრდები, რომლებიც ამას ხედავენ, ძალიან აგრესიულები ხდებიან. ძალადობის თეორიის მიხედვით, ბავშვის ფსიქიკაში, რომელიც ძალადობრივ სცენებს უყურებს და ამის არაფერი გაეგება, ეს ყველაფერი ესკიზური სახით აღიბეჭდება და შემდეგ, როდესაც გაიზრდება და საშუალება მიეცემა, პარტნიორთან რაიმე სახის ურთიერთობა მაინც დაამყაროს, იქნება ეს სასიყვარულო, სექსუალური თუ საქმიანი, სწორედ ეს ძალადობრივი ესკიზი განხორციელდება მის ქცევაში...
ის საზარელი მკვლელობაც, ბიჭმა შეყვარებულს ყელი რომ გამოჭრა, საინფორმაციო სახით განიხილება. ჩანს მოვლენა, რომ ჩვენ შეგვიძლია, ვიძალადოთ მეორე ადამიანზე. მაგრამ არ ისმება კითხვები - ეს როგორ გააკეთა? ეს არაფრით შეიძლება! არც აღშფოთებებს ვისმენთ...
ტელევიზიაში გადაცემათა ციკლი უნდა დაიწმინდოს. კი ბატონო, იყოს სექსუალური სცენები, მაგრამ ეროტიკა გადმოიცეს ლამაზად. დახვეწილი და ხარისხიანი ფორმით მივაწოდოთ. ამას კი არავინ აკონტროლებს.
- რა შეიძლება ჩაითვალოს ასეთი აგრესიის მიზეზად? ის, რომ საქართველოში ქორწინებამდე ქალ-ვაჟს შორის სექსუალური ურთიერთობა აკრძალულია? შეიძლება, ასეთი აგრესია პასუხი იყოს საზოგადოების აკრძალვის წინააღმდეგ?
- იცით, მე ვერ ვიტყვი, რომ ქალ-ვაჟი ქორწინებამდე ერთად უნდა იყვნენ. ევროპაში სხვა კულტურებია, იქ დამოუკიდებელ ცხოვრებას ბევრად უფრო ადრე იწყებენ. 32 წლამდე ოჯახს არ ქმნიან. ანუ იმათი მამებიც ასე ცხოვრობდნენ, პაპებიც და ა. შ. ჩვენ, რაც არა უნდა ევროპელები გავხდეთ, ამ ძალიან შინაგან ბაზისურ მოთხოვნილებებზე, ევროპულ ფორმებზე ვერ გადავალთ. არ არის ჩვენი საზოგადოება დღეს მაინც მზად ამისთვის...
- მაგრამ რა უნდა ვუშველოთ იმ ახალგაზრდებს, სექსუალური მოთხოვნილების გამო რომ იძულებულები არიან, ადრეულ ასაკში იქორწინონ? ასეთი ქორწინება კი, როგორც წესი, გაყრით სრულდება და ბავშვი ზარალდება. ეს საკითხი ხომ უნდა დარეგულირდეს როგორმე?
- ბაზისური მოთხოვნა იმისა, რომ ქალიშვილობის დაკარგვასთან ერთად, ის ცოლი უნდა გახდეს, ყველა ქალში დევს. რაც უფრო განვითარებულია და კულტურული, ნაკლებად გამოხატავს ამას, მაგრამ მის ფსიქიკაში მაინც დევს, რომ აუცილებლად მენდელსონის მარშით უნდა დამთავრდეს მათი ურთიერთობა. ასევეა ქართველ მამაკაცშიც, ის ფიქრობს, სექსუალურ ურთიერთობაში ვარ, მაგრამ არ მინდა ცოლად მოვიყვანო. თუ უფრო თამამია გოგო და ბიჭს ეუბნება, ცოლად მომიყვანეო და ვაჟს მამა ნებას არ აძლევს, რითიც მთავრდება, ხედავთ... რასაკვირველია, როდესაც ახალგაზრდა ხარ, მაშინ შენი ფსიქოფიზიკური სტატუსი ისეა, რომ სექსუალური ურთიერთობა ყველაზე მნიშვნელოვანია. ამაზე ზრუნვაა საჭირო. მარტო ახალგაზრდები ამაზე ვერ იზრუნებენ, ამ საკითხის მიმართ მთლიანად სისტემაში უნდა იყოს წესრიგი.
- როგორ წარმოგიდგენიათ?
- ახალგაზრდებს, რომლებსაც აქვთ ეს სექსუალური მოთხოვნილებები, ნორმალური ბაზა უნდა შევუქმნათ, რომ აგრესიულობა სექსუალურობის ნიადაგზე რაღაცნაირად შემცირდეს. ახალგაზრდებს პრივილეგიები უნდა ჰქონდეთ დასაქმების საკითხში. დასაქმება მამაკაცისთვის აუცილებელია, შემდეგ უნდა ვისაუბროთ მის პასუხისმგებლობაზე საკუთარი ქცევის მიმართ. ასევე, ქვეყნის ფაქტორებია ერთმანეთში გადაჯაჭვული, რომელიც, სამწუხაროდ, ისეთ აუცილებელ თემასთან იყრის თავს, როგორიც ახალგაზრდებში სექსუალური კავშირებია.
- სექსისგან თავის შეკავება რა ფსიქოლოგიურ დარღვევას იწვევს?
- მამაკაცებზეც და ქალებზეც მწვავედ აისახება. ამდენი აგრესიული ქალი, როგორიც ჩვენს საუკუნეში და საქართველოშია, ამ საკითხის მოუვლელობის ერთ-ერთი ნიშანი გახლავთ... ხანგრძლივად სექსისგან თავის შეკავება, პროსტატასაც იწვევს. ჯირკვალმა უნდა იმუშაოს, უნდა იფუნქციონიროს. ეს აუცილებელია მამაკაცის შინაგანი სტატუსის რეალიზაციისთვის. მიზეზი უნდა გქონდეს თავის შეკავებისა და ეს, რა თქმა უნდა, დიდ დაძაბულობასა და ნევროზულობას იწვევს მასში.
- ე.ი. ქალიშვილობის ინსტიტუტი რომ არ იყოს, მამაკაცებს უფრო მეტი საშუალება ექნებოდათ სექსუალური ურთიერთობებისა და ეს ნევროზული მდგომარეობაც გაქრებოდა.
- კი, მაგრამ მამაკაცებში დევს აზრი, რომ ცოლი აუცილებლად ქალიშვილი უნდა იყოს. ამიტომაც ბევრი გოგონა მიმართავს საქალწულე აპკის გაკერვას, რაც მარაზმი და სამარცხვინოა. ყოველთვის ხომ ვერ მოატყუებ მეორე ადამიანს. მქონდა ერთი შემთხვევა, გოგონა 18 წლის იყო, ამბობდა, შეყვარებულმა რომ გაიგოს, ქალიშვილი არ ვარ, ცოლად არ მომიყვანსო. უნდოდა საქალწულე აპკი გაეკერა, ფიქრობდა, რომ სხვა გზა არ ჰქონდა. მაგრამ შეიგნო, რომ ტყუილით არ უნდა დაეწყო ცხოვრება. მამაკაცს პატიებისა და გაგების უნარი თუ არა აქვს, ქალიშვილობა იქნება თუ სხვა საკითხი, სულერთია... ძალიან ინერვიულა, სანამ ამას გადალახავდა. საბოლოოდ, გადავიდა ბარიერს, უთხრა და დღეს ნორმალური ოჯახი აქვთ. "ჰეფი ენდით" დასრულდა ყველაფერი.
ახალგაზრდებში მარტოობაც ძალიან დიდი პრობლემაა. გარდატეხის ასაკში ყველაზე მწვავედ გრძნობენ ახალგაზრდები მარტოობის სინდრომს. ამის ეშინიათ. ამიტომ არის, რომ ათასგვარ საშინელებას სჩადიან. ამ შიშის დაძლევაში მათ არავინ და არაფერი ეხმარებათ, თუ არ გაუმართლათ და გვერდში ვინმე ნორმალური არ ჰყავთ.
- და ვინ უნდა დაეხმაროს? ფსიქოლოგის მოძიება, ამ საკითხებთან დაკავშირებით, ძალიან ჭირს, თითქმის შეუძლებელია...
- იცით, მე ჩემს კოლეგებს არ ვამტყუნებ, თქვენამდე ორ ტელევიზიას მივეცი ინტერვიუ, არადა მთლიანად არა ვარ ჩახედული ამ საქმეში, არანაირი ინფორმაცია არა მაქვს მკვლელობასთან დაკავშირებით. არის მხოლოდ შედეგი, რომ ბიჭმა მოკლა გოგო, რომ დამ არ შეუშვა და მშობიარობის შემდეგ სახლში... ფსიქოლოგებმა იციან, რომ ასეთ ზედაპირულ რაღაცაზე მოდიან იმის გამო, რომ შოუ შედგეს, კომენტარი გაკეთდეს. ამიტომაც ამბობენ უარს.
გლობალიზაციის თემა სულ უფრო მეტად აქტუალური ხდება ქართული საზოგადოებისთვის. რა იცის რიგითმა ქართველმა გლობალიზაციის შესახებ? შესაძლოა, მას ახსოვდეს ერთი ფრაგმენტი ედუარდ შევარდნაძის წინასაარჩევნო გამოსვლიდან, რომ მოვა დრო, როდესაც შატილში პატარა გოგონა ჩართავს კომპიუტერს და ინტერნეტის მეშვეობით მთელ მსოფლიოს დაუკავშირდება. ამ მაგალითით პრეზიდენტი შეეცადა, მარტივად აეხსნა გლობალიზაციის სიკეთე, ამასთან, კიდევ ერთხელ დაედასტურებინა სახელმწიფო კურსის დასავლური ვექტორი. შესაძლოა, საქართველოს მოქალაქეს, განსაკუთრებით, "ასავალ-დასავალის" მკითხველს, სხვა ხატოვანი მაგალითებიც ახსოვდეს, ოღონდ, ალექსანდრე ჭაჭიას ორგვერდიანი ინტერვიუდან, რომელიც მთლიანად მიეძღვნა გლობალიზაციისგან მომდინარე საფრთხეს. ეს ინტერვიუ ჯერ კიდევ 2000 წლის მაისში გამოქვეყნდა. ციტატა: "გლობალიზაციის თეორიის თანახმად, მსოფლიო მართვის ცენტრი ვაშინგტონი უნდა იყოს. დღეს დედამიწის მოსახლეობის ოცი პროცენტი, ეგრეთ წოდებული "ოქროს მილიარდი," 82-ჯერ მეტ რესურსს მოიხმარს, ვიდრე მთელი დანარჩენი მოსახლეობა. "ოქროს მილიარდის", ანუ გლობალისტების, ამოცანაა, არ დაუშვან რესურსის გადანაწილება. სწორედ ამ მიზანს ემსახურებიან საერთაშორისო ორგანიზაციები - სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია, რომლებიც მათ ხელში ჩავარდნილ ქვეყნებს ისეთ პირობებს ჰკარნახობენ, რომ პრინციპულად შეუძლებელი ხდება ამა თუ იმ ქვეყნის განვითარება" (ციტატის დასასრული).
დასავლეთში გლობალიზაციის პროცესს სულ სხვაგვარად აფასებენ და მიიჩნევენ, რომ ეს პროცესი ნებისმიერ პატარა ქვეყანასაც კი ცივილიზაციის ყველა სიკეთეს აზიარებს. მართალია, გლობალიზაციის პროცესის საფრთხობელად გადაქცევა ალექსანდრე ჭაჭიას პოლიტიკური ამოცანაა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ რიგითი მოქალაქის ცნობიერებაში შატილში ამუშავებული ინტერნეტი არადამაჯერებელი არგუმენტია, ხოლო სავალუტო ფონდის ლანძღვა - გაცილებით მეტად გასაგები და დამაჯერებელი. თუმცა გლობალიზაციის მომხრეებიც და მოწინააღმდეგეებიც თანხმდებიან, რომ ამ პროცესს უახლოესი წლების განმავლობაში ვერაფერი შეაჩერებს. ამიტომ ამერიკიდან აგრერიგად დაცილებულ საქართველოშიც კი არაერთი ადამიანი ფიქრობს - როგორი მზაობით უნდა შეხვდეს ჩვენი ქვეყანა გლობალიზაციას, რა სიკეთე უნდა მიიღოს მისგან და რა არ უნდა დათმოს თავისი წიაღიდან. თამაზ ჩხენკელის წერილი სწორედ ამგვარი ფიქრის ნაყოფია. ავტორის აზრით, ჩვენ პლანეტარული ცივილიზაციის სრულფასოვანი წევრები ვართ და მოდერნული გარდაქმნები ჩვენზეც ბუნებრივად გავრცელდება. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ "მოდერნიზაცია არ ნიშნავს "გადასავლურებას" ყველგან და ყველა ასპექტში. ჩვენ ევროპელები ვართ, მაგრამ განვსხვავდებით ევროპელებისგან და ეს განსხვავება არამცთუ უნდა შევინარჩუნოთ, არამედ უნდა გავაღრმავოთ და გავამდიდროთ". აქვე თამაზ ჩხენკელი მკითხველს აცნობს გერმანელი კულტურტრეგერის ფრანკ ტაიხმანის ერთ დაკვირვებას: "ევროპაში ადამიანის ცნობიერება საკუთარი პიროვნებით არის შეზღუდული; ევროპელს შეუძლია, გაემიჯნოს და დაუპირისპირდეს საკუთარ კულტურულ მემკვიდრეობას. ქართველი, პირიქით, მჭიდროდ არის დაკავშირებული თავისი ერის კულტურულ წარსულთან და შეუძლებელია მისი აქედან მოწყვეტა. დამოკიდებულება საკუთარი კულტურის ისტორიასთან ქართველს არსებითად განასხვავებს ევროპელისგან." თამაზ ჩხენკელი ტაიხმანის ამ მოსაზრებას "შესანიშნავ დაკვირვებას" უწოდებს და თავადაც მიიჩნევს, რომ ქართველებმა სწორედ ერთიან, ინტეგრირებულ სამყაროში უნდა შევინარჩუნოთ ეს თავისთავადობა - შინაგანი კონტაქტი კულტურის მაცოცხლებელ წყაროებთან. მართლაც, გლობალიზაციის პროცესი შეიძლება შევადაროთ ჰორიზონტალურ ვექტორს, რომელიც დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მიემართება და სივრცეს აერთგვაროვნებს - ყველგან ამკვიდრებს ერთსა და იმავე ღირებულებებს - დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, საბაზრო ეკონომიკას. ხოლო ის ქვეყნები, რომლებიც გლობალიზაციის ჰორიზონტალურ ტალღაში მოექცევიან, ამ პროცესს უნდა დახვდნენ ვერტიკალური ინტეგრაციით, ანუ საკუთარი კულტურის და საუკეთესო ტრადიციების წიაღში ჩაღრმავებით. მხოლოდ ორგვარი - ჰორიზონტალური და ვერტიკალური - ინტეგრაციის ჯამი არის ის ფარი, ის სახურავი, რომელიც ჩვენს ქვეყანას იზოლაციონიზმისგანაც დაიცავს და თვითმყოფადობასაც შეუნარჩუნებს. პრობლემა ისაა, რომ ჩვენ არ ვართ მზად ჰორიზონტალური ინტეგრაციისთვის, რადგან გვაკლია განათლება და კომპეტენტურობა; და, მით უმეტეს, არ ვართ მზად ვერტიკალური ინტეგრაციისთვის, რადგან ეროვნულ კულტურასა და ტრადიციებს, თუნდაც არაცნობიერად, უფრო მეტად წარსულს ვუკავშირებთ, ვიდრე მომავალს.
"თვითმყოფადობა და გლობალიზაცია: გამოწვევები და პერსპექტივები" - ამ თემისადმი მიძღვნილი "მრგვალი მაგიდა" გაიმართა გასულ კვირას თბილისში. იგი ორგანიზებული და მომზადებული იყო ერეკლე მეორის საზოგადოების მიერ საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის თბილისის ფილიალის ხელშეწყობით.
რას ეხება საქმე?
გლობალიზაციაში ჩვეულებრივ გულისხმობენ ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული ინტეგრაციისა და უნიფიკაციის გამომწვევი პროცესების ერთობლიობას. გლობალიზაციის გარკვეული ნიშნები ჯერ კიდევ უძველეს დროში ვლინდებოდა. კარძოდ, რომის იმპერიის ფარგლებში განსხვავებული, ხშირად ერთმანეთისგან დაშორებული კულტურები ღრმა ურთიერთგავლენას განიცდიდნენ და მათი ურთიერთშერწყმა ხდებოდა. იგივე, მეტ-ნაკლებად ეხება უკლებლივ ყველა ოდესმე არსებულ იმპერიას.
ერთი სიტყვით, ინტეგრაციული პროცესები ამა თუ იმ ინტენსიურობით ყოველთვის ვითარდებოდა. მაგრამ მხოლოდ XX საუკუნის მეორე ნახევარში შეიძინეს მათ საშიში მასშტაბი. ამას ხელი შეუწყო ტექნოლოგიურმა მიღწევებმა, რომლებსაც სწრაფი სარკინიგზო, საზღვაო, საჰაერო მიმოსვლა, საერთაშორისო სატელეფონო კავშირის ხელმისაწვდომობა, ელექტრონული მასობრივი საინფორმაციო საშუალებების განვითარება, ბოლო ათწლეულებში კი ინტერნეტის გაჩენა და გავრცელება მოჰყვა. აშკარა გახდა, რომ გლობალიზაცია ეს არის მოვლენა, შეიძლება ობიექტურიც, მაგრამ ისეთი, რომელიც კაცობრიობას აყენებს ახალი რეალობის წინაშე, რომელში არსებობაც მოგვიწევს და რომელშიც უმჯობესია გავერკვეთ.
დადებითი მხარეები
გლობალიზაციის მომხრეებს თავიანთი პოზიციის სასარგებლოდ საკმაოდ დამაჯერებელი არგუმენტები მოჰყავთ. ჯერ ერთი, ამბობენ ისინი, კაცობრიობა დღეს ისეთი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა, რომლებთან გამკლავებაც მხოლოდ ერთად არის შესაძლებელი. აქ ძნელია არ დაეთანხმო, თუ გავიხსენებთ, მაგალითად, ეკოლოგიური კატასტროფის საფრთხეს. რომელიმე ცალკე აღებული ქვეყანა, თუნდაც ყველაზე ძლიერი, ამ შემთხვევაში უძლურია, რადგან პრობლემა ყველას ეხება და მისი გადაწყვეტა (თუ დავუშვებთ, რომ საერთოდ შესაძლებელია მისი გადაწყვეტა) მხოლოდ ერთობლივი ძალებით შეიძლება. იგივე ეხება ბოლო დროის ისეთ საფრთხესაც, როგორიცაა ტერორიზმი. ამიტომაც არის ის საერთაშორისო, რომ მის წინააღმდეგ საერთაშორისო გაერთიანების ერთობლივი ძალისხმევით არის საჭირო ბრძოლა.
ასეთი მაგალითი უამრავია. ეკონომიკის გლობალიზაცია, ამბობენ მისი ადვოკატები, აადვილებს სახელმწიფოთა შორის სამეურნეო ურთიერთმოქმედებას, ქმნის პირობებს საიმისოდ, რომ ქვეყნებს ხელი მიუწვდებოდეთ კაცობრიობის მოწინავე გამოცდილებაზე, უზრუნველყოფს რესურსების დაზოგვას, სტიმულს აძლევს მსოფლიო პროგრესს. ძნელია არ დაეთანხმო იმას, რომ ევროპაში, რომელიც მთელი თავისი ისტორიის მანძილზე დიდი და მცირე ომების ქარცეცხლში იყო გახვეული, დღეს ომი ნაკლებად სავარაუდოა. ყოველ შემთხვევაში, მისი წარმოდგენა ძნელია ევროპის კავშირის საზღვრებში. დაბოლოს, ამტკიცებენ ისინი, ვინც გლობალიზაციას უჭერს მხარს, ეს არის შეუქცევადი მოვლენა და მისთვის გზის გადაღობვა ისეთივე უაზრობაა, როგორც ხალხისთვის იმის მოწოდება, რომ უარი თქვან უნიფიცირებულ ტანსაცმელზე და მხოლოდ ეროვნული სამოსით იარონ.
უარყოფითი მხარეები
მოგწონთ "ევროვიზია"? მე არა. იმიტომ, რომ ამ კონკურსს აქვს მკაცრი სტანდარტი, რის გამოც სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებიც, წესით, თავიანთ ეროვნულ კულტურებს უნდა წარმოადგენდნენ, მღერიან დადგენილი კლიშეთი შექმნილ სიმღერებს, უფრო ხშირად, ერთი და იმავე ენაზე, და არაფრით გამოირჩევიან ერთმანეთისგან. ისინი, ვინც გლობალიზაციის წინააღმდეგია, დარწმუნებული არიან, რომ, თუ ყველაფერი ისევე გაგრძელდა, როგორც დღეს ხდება, რაღაც დროის შემდეგ ყველა ადამიანთა იმ ერთგვაროვანი მასის საშუალო სტატისტიკურ წარმომადგენლებად ვიქცევით, რომლებიც ბიგ-მაკს მიირთმევენ და კოკა-კოლას აყოლებენ. დღეს უკვე იქამდე მივიდა საქმე, რომ სერიოზული ჟურნალი The Economist სხვადასხვა ვალუტის შემსყიდველუნარიანობას სხვადასხვა ქვეყანაში McDonald.s-ის ადგილობრივ რესტორნებში ამ ბუტერბროდების ფასების ურთიერთშედარებით (ბიგ-მაკის ინდექსი) აანალიზებ კულტურული უნიფიკაცია გლობალიზაციის მოწინააღმდეგეთა ერთადერთი არგუმენტი როდია. ეკონომიკის თვალსაზრისით, მაგალითად, გლობალიზაცია, მათი აზრით, უთუოდ გამოიწვევს იმას, რომ შედარებით სუსტი ქვეყნები დაკარგავენ თავიანთ რესურსებს, მცირე და საშუალო ბიზნესი ვარ გაუძლებს კონკურენციას და გაკოტრდება, და, საბოლოო ანგარიშით, მცირერიცხოვანი მდიდარი ხალხები კიდევ უფრო გამდიდრდებიან, ხოლო ღარიბები დასუსტდებიან და თანდათან გაქრებიან. ისინი, ვინც არ ემხრობა გლობალიზაციას, აგრეთვე ამტკიცებენ, რომ თანამედროვე კაცობრიობის წინაშე არსებული ყველა საფრთხე, ამა თუ იმ წილად, დღევანდელი გლობალიზაციის პროცესებს უკავშირდება.
გამოწვევები და პერსპექტივები
თბილისში გამართული "მრგვალი მაგიდა" ამ თემისადმი მიძღვნილი პირველი შეხვედრა იყო საქართველოში. ერთი დისკუსიის ფარგლებში შეუძლებელი იყო ამ პრობლემასთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე მსჯელობა. მაგრამ საუბარი დაიწყო და ეს უკვე კარგია. "მრგვალი მაგიდის" მიზანი, - აღნიშნავენ მისი ორგანიზატორები, - იყო გლობალიზაციის ფონზე თვითმყოფადობის შესახებ საკითხის განხილვა. შეხვედრაზე განიხილეს აგრეთვე იდეები და წინადადებები იმის თაობაზე, თუ როგორ განამტკიცონ კავკასიის ქედის ორივე მხარეს მცხოვრებ ხალხთა შორის ურთიერთპატივისცემა და კეთილმეზობლური ურთიერთობები".
შეხვედრის მონაწილეებმა მოისმინეს და განიხილეს მოხსენებები თემებზე "გლობალიზაცია თუ მრავალკულტურული სივრცე", "ფუნდამენტური რელიგიები თვითმყოფადობის შენარჩუნების ბურჯია", "მეზობელ ხალხებთან ურთიერთობის გაუმჯობესების სტრატეგია". აღინიშნა, რომ ქართველმა ხალხმა გაძლო და თავისი რთული ისტორიის მანძილზე შეინარჩუნა კულტურული თავისთავადობა. დღეს გლობალური პროცესები მას ახალ საფრთხეს უქმნის. და ამის გაუთვალისწინებლობა არ შეიძლება.
დისკუსიის დროს გამოითქვა მოსაზრებები ზოგადად განათლების დონის და, კერძოდ და განსაკუთრებით, მშობლიური ენის სწავლების დონის ამაღლების აუცილებლობის შესახებ. ერთი ჩემი ძველი ნაცნობი მოსკოვის ერთ-ერთ ტექნიკურ უმაღლეს სასწავლებელში ინგლისურ ენას ასწავლის. ბევრი არა, მაგრამ მაინც ჰყავს სტუდენტები საქართველოდან. და ის აღნიშნავს, რომ ისინი აშკარად გამოირჩევიან დანარჩენებისაგან ინგლისური ენის კარგი ცოდნით. ეს შესანიშნავია, ვინაიდან, ობიექტურ მიზეზთა გამო, ინგლისური ენა მაინც თუ არ იცის ადამიანმა, ის ნაკლებად კონკურენტუნარიანია. ჯერ კიდევ საბჭოთა წლებში ვიცნობდი თბილისში ფიზიოლოგიის ინსტიტუტის ლაბორატორიის გამგეს, რომელიც ლაბორატორიაში არ იღებდა თანამშრომლებს, რომლებსაც ინგლისურად წერა-კითხვა და ლაპარაკი არ შეეძლოთ. ჯერ ერთი, აცხადებდა იგი, ყველაფერი იმის შესახებ, რაც მსოფლიო საბუნებისმეტყველო მეცნიერებაში ხდება, პირველად ამერიკული გამოცემები წერენ, და მეორე, თანამედროვე მეცნიერება შეუძლებელია ფართო საერთაშორისო კონტაქტების გარეშე. როგორც ირკვევა, არა მარტო მეცნიერება. მაგრამ ეს არ უნდა ხდებოდეს მშობლიური ენის ხარჯზე, რომელიც ეროვნული კულტურის ძირითადი მატარებელი და საძირკველია. და სრულიად დაუშვებელია, რომ ჩვენი ქალაქების ქუჩებში წარწერები მხოლოდ ინგლისურ ენაზე იყოს, როგორც ამას ყოველ ნაბიჯზე ვაწყდებით. ალბათ, ღირს, უფრო სერიოზულად ვიფიქროთ ისეთ ზომებზე, რომლებიც მიმართული იქნება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში ენობრივი ნორმების დაცვისაკენ.
ლაპარაკობთ რუსულად?
მეზობელ ხალხებთან ურთიერთობის გაუმჯობესების გზების თაობაზე გამოთქმული ზოგიერთი მოსაზრება, ჩემი აზრით, მეტად საყურადღებო იყო. ზოგიც სადავო მომეჩვენა. მაგრამ აშკარაა ის, რომ ამ საქმეში რუსული ენის გარეშე ვერაფერს გავხდებით. სხვათა შორის, არ ვეთანხმები იმათ, ვინც ამტკიცებს, თითქოს რუსულ ენას ჩვენი ცხოვრებიდან იძულებით სდევნიდნენ. კონფერენციის მეორე დღეს გაიმართა ერეკლე მეორის საზოგადოების მიერ ორგანიზებული რუსული ენის უფასო კურსების მეორე ნაკადის გახსნა. იმ წარმატებით თუ ვიმსჯელებთ, რომლითაც ეს კურსები სარგებლობს, რუსული ენის შესწავლა მრავალ ჩვენს თანამოქალაქეს სურს. ხოლო ჩემი ნაცნობი რუსული ენის პედაგოგებისგან ვიცი, რომ არიან ამ ენის სწავლის, თანაც არა უფასოდ სწავლის მსურველები. თანაც წლიდან წლამდე ამ ადამიანთა რიცხვი არ კლებულობს.
საერთოდაც, მგონია, რომ ენის ძალით განდევნა შეუძლებელია. ის მუდამ არსებობს იმ დონით, რა დონითაც არის მისი საჭიროება. სხვა საქმეა, რომ ჩვენ, ვშიშობ, ბოლომდე ვერ ვიაზრებთ დღეს ჩვენთვის რუსული ენის საჭიროებას. არადა, ის მრავალი მიზეზის გამო გვჭირდება. დაგისახელებთ ორს, რომელთაგან თითოეული, როგორც მგონია, საკმარისია საიმისოდ, რომ რუსული ენის სწავლება ყოველმხრივ იყოს წახალისებული და მხარდაჭერილი. ბევრს ვლაპარაკობთ კავკასიის რეგიონის ფარგლებში პარტნიორობის განვითარების აუცილებლობაზე და რუსული, ალბათ, კიდევ დიდხანს იქნება მეზობელი სომხეთისა და აზერბაიჯანის, აგრეთვე ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების მცხოვრებლებთან ფართო ურთიერთობის ერთადერთი შესაძლო ენა. ამ ზაფხულს აჭარაში უამრავ სომეხ და აზერბაიჯანელ ტურისტს შევხვდი. და არც ერთხელ არ გავმხდარვარ იმის მოწმე, რომ რომელიმე მათგანი ადგილობრივ მცხოვრებთ (ან ერთმანეთს) რუსულის გარდა სხვა ენაზე დალაპარაკებოდეს. მეორე მიზეზი აი რა გახლავთ. ადრე თუ გვიან თბილისს მოუწევს დიალოგი სოხუმთან და ცხინვალთან, და აქაც რუსული ენა ნამდვილად უალტერნატივო აღმოჩნდება.
1
ამ ბოლო დროს სულ უფრო აქტუალური ხდება გლობალიზაციის თემა, სწორედ ამიტომ მე შევეცდები წარმოგიდგინოთ მასალები, რომლებშიც ავხსნი ტერმინის მნიშვნელობას, ვისაუბრებ ამ მოვლენის დადებით და უარყოფით შედეგებზე.
დავიწყოთ გლობალიზაციის განმარტებით:
გლობალიზაცია თანამედროვე ტერმინია და ასახავს ცვლილებებს საზოგადოებასა და მსოფლიო ეკონომიკაში, რომელიც გამოწვეულია საერთაშორისო ვაჭრობისა და კულტურული გაცვლის დრამატული ზრდით. ის ასევე ასახავს ვაჭრობისა და ინვესტიციების ზრდას ბარიერთა რღვევისა და ქვეყანათა ურთიერთდამოკიდებულიბის ზრდის შედეგად.
ტერმინი გლობალიზაცია ინგლისურ სიტყვა globe-ს უკავშირდება, რაც დედამიწას, გლობუსს ნიშნავს, ხოლო global-მსოფლიოს, გლობალურს. გლობალიზაციის ტერმინის გამოჩენა დაკავშირებულია ამერიკელი სოციოლოგის რ. რობერტსონის სახელთან, რომელმაც ის 1983 წელს სტატიაში გამოიყენა. პროფესორი ზურაბ დავითაშვილი ადასტურებს, რომ XX საუკუნის 80-იან წლებამდე ტერმინი "გლობალიზაცია" საერთოდ არ არსებობდა.
აღსანიშნავია, რომ ტერმინი - ,,გლობალიზაცია" ტექნიკური მეცნიერებიდან არის ,,ნასესხები". ინფორმატიკის ენაზე გლობალიზაცია ისეთი პროგრამული ბირთვის შემუშავების პროცესს ნიშნავს, რომელიც არ არის დამოკიდებული მომხმარებელი ქვეყნის ენასა და სტანდარტებზე.
თანამედროვე, მრავალმხრივი აღქმით გლობალიზაციას - საქონლის, მომსახურების, კაპიტალის, თანამედროვე ტექნოლოგიების, ადამიანთა, მათი კვალიფიკაციისა და სულიერი ფასეულობების ტრანსსასაზღვრო გადაადგილება და ახალ, ინტერნაციონალურ, გლობალურ-რეგიონულ, ტერიტორიულ თუ ვიზუალურ სივრცეებში კოორდინაცია შეგვიძლია ვუწოდოთ. გლობალიზაცია (2.მცდარი შეხედულებები და ანტიგლობალისტები)
უხეშად კონცენტრირებული სახით პოპულარული წარმოდგენები გლობალიზაციის შესახებ შესაძლებელია დავიყვანოთ შემდეგ 5 თეზისამდე: გლობალიზაცია არის:
ა) ქვეყნებს შორის საზღვრების მოშლა; ბ) გლობალური, საერთო-საკაცობრიო პრობლემების აღმოცენება; გ) რამდენიმე ქვეყნის მიერ მსოფლიოზე ძალაუფლების ხელში ჩაგდება; დ) ნებისმიერი საზოგადოებრივი პროცესების გავრცელება მთელს მსოფლიოში; ე) ქვეყნების მიერ საკუთარი კულტურული თვითმყოფადობის დაკარგვა.
ასეთი აზრების ნაწილს იზიარებენ ანტიგლობალისტები, ხალხი რომლისთვისაც გლობალიზაცია ეს არის ერებს შორის დაპირისპირება და ეროვნულობის მოსპობის მცდელობა
2
ადამიანებს ხშირ შემთხვევაში არ სწამთ გლობალიზაციის დადებითი ეფექტის შესახებ და ექმნებათ მცდარი წარმოდგენები ამ მოვლენაზე, რაც ინფორმაციის ნაკლებობის შედეგია, ტერმინი გლობალიზაცია ყველამ იცის თუმცა კონკრეტულად რას წარმოადგენს ეს მოვლენა ცოტას თუ აქვს წარმოდგენა ამაზე. ზოგჯერ კი ამბობენ, რომ ეს ყველაფერი მასონების წამოწყებულია მსოფლიოს დასაპყრობადო, ღუმცა საღი თვალით თუ შევხედავთ ეს არის თანამედროვე ტექნოლოგიების და ადამიანის, როგორც სოციალური მოაზროვნე არსების დახვეწის შედეგი და არა რაღაც შეთქმულება.
ანტი გლობალისტები დიდი ხანია იბრძვიან და წინააღმდეგნი არიან გლობალიზაციისა, მიუხედავად ამისა ის მაინც გრძელდება და სულ უფრო მეტი სახელმწიფო ერთვება ამ პროცესებში, ვინაიდან გლობალიზაცია ეს არის მსოფლიო ქვეყნებს შორის ეკონოკიკური, პოლიტიკური, სოციალური თუ კულტურული თანამშრომლობა. კოკა-კოლა, მაგდონალდსი, ფანტა და მრავალი სხვა ასე ცნობილი კომპანიები გლობალიზაციის მაგალითებია, რომელთაც მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეხვდებით. მსოფლიო ქვეყნებს შორის განსხვავება სულ უფრო მცირდება, მაგალითად რა განსხვავებაა ფერარიში მჯდარ ამერიკელსა და იგივე მარკისა და მოდელის ავტომობილში მჯდარ იტალიელს შორის, როცა ორივე მათგანი ინგლისურად საუბრობს?
ანტიგლობალისტები კი ფიქრობენ, რომ გლობალიზაცია ეროვნულ მოსპობას ისახავს მიზნად, რის გამოც ეწყობა დემონსტრაციები, საპროტესტო აქციები და ხშირად გადაიზრდება ხოლმე პოლიციასთან დაპირისპირებაში, ისინი სხვადასხვა ლოზუნგებით ცდილობენ დიდი რვიანის სამიტისა და მსგავსი მაშტაბის შეხვედრების ჩაშლას.
ხშირად თანამედროვე გლობალიზაცია ესმით გასული საუკუნის დასაწყისის კონტექსტში, რაც შემდგომ იწვევს კრიტიკოსების ცინიკურ შენიშვნებსა და მკვეთრად რადიკალიზირებულ წარმოდგენებს. იმისათვის, რომ თავი დავაღწიოთ ამგვარ უხერხულობას, საჭიროა, უფრო საფუძვლიანი გამოკვლევა. უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური, კულტურული, პოლიტიკური, სოციალური და, თქვენ წარმოიდგინეთ, ფილოსოფიური ასპექტების მოკლე, მაგრამ არსებითი განხილვაც კი ხელს შეუწყობს გლობალიზაციის მოვლენის საზოგადოებისთვის სწორი ფორმით მიწოდებას.
დიდი ერების კულტურა პოლიტიკური პოლიცენტრიზმისა და მულტიკულტურალიზმის პრინციპების დანერგვის კვალდაკვალ კარგავს გავლენასა და უნარს, გაანადგუროს მცირე ერების კულტურა.
გლობალიზაციაში არ იგულისხმება მსოფლიო სახელმწიფოს არსებობა; უფრო ზუსტად: ესაა მსოფლიო საზოგადოება მსოფლიო სახელმწიფოსა და მსოფლიო მთავრობის გარეშე. ლაპარაკია გლობალურად დეზორგანიზებული კაპიტალიზმის გაფართოებაზე, ვინაიდან არც ეკონომიკური და არც პოლიტიკური თვალსაზრისით, არ არსებობს ჰეგემონი ხელისუფლება და ინტერნაციონალური რეჟიმი. ერთი სიტყვით, გლობალური ნიშნავს ერთიან სივრცეს, მას უფრო გეოგრაფიული დატვირთვა ენიჭება. გლობალიზმი არის ამ სივრცეში მსოფლიო ბაზრის გაბატონების გამომხატველი ცნება. რაც შეეხება გლობალიზაციას, ეს არის პროცესი, ანუ ის, რაც გლობალიზმით გაჯერებულ გლობალურ მსოფლიოში ხდება და მიმდინარეობს, ანუ გლობალიზაცია არის ცოცხალი, დინამიური და მიმდინარე პროცესი, რომელმაც მსოფლიო ახალ წესრიგამდე უნდა მიიყვანოს. შესაძლოა, დღესდღეისობით, გლობალიზაცია თავად წარმოადგენს მსოფლიო წესრიგს, რადგან უახლოეს მომავალში სწორედ მისგან მომდინარე გამოწვევებზე მოუწევს საზოგადოებებს პასუხის გაცემა. გლობალიზაციის შესახებ შექმნილი თეორიები ისეთივე სწრაფი ტემპით ვითარდება, როგორც თავად პროცესი.
3
გლობალიზაციის პროცესთან დაკავშირებით, ზოგადად, არსებობს ორი რადიკალურად განსხვავებული შეხედულება: პირველი შეხედულების თანახმად, გლობალიზაცია წარმოადგენს პროგრესულ პროცესს, რომელიც ხელს შეუწყობს მთლიანად მსოფლიო ეკონომიკის განვითარებას, ხოლო მეორე შეხედულებით, გლობალიზაცია არის ნეგატიური პროცესი, რომელიც ემუქრება არა მარტო ცალკეულ ეროვნულ სახელმწიფოს, ერებს, მათ კულტურულ თავისებურებებს, არამედ განიხილება როგორც მთლიანად მსოფლიო მეურნეობის განვითარებისათვის საშიში ტენდენცია. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2004 წლის 25 იანვარს ინაუგურაციის დღეს წარმოთქმულ სიტყვაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ "საქართველო უნდა იქცეს ქვეყნად, სადაც ყველაზე დიდი სიმდიდრე იქნება ცოდნა და განათლება, სადაც უმთავრესი პრიორიტეტი იქნება სწორედ ჩვენი შვილების განათლება, სადაც ხალხი იქნება კონკურენტუნარიანი გლობალოიზაციის პირობებში, რომელიც შეიცავს საფრთხეებს. მაგრამ ამავე დროს პატარა ერებს, რომელთაც აქვთ საშუალება, განათლება, კულტურა და ბრძოლის უნარი, აძლევს უნიკალურ შანსს, დამკვიდრდნენ საერთაშორისო თანამეგობრობაში".
ჩვენი ქვეყანა მდებარეობს აზიისა და ევროპის გასაყარზე რის გამოც ის მუდამ ბრძოლებში იყო ჩართული, დღეს ის წარმოადგენს განვითარებად დემოკრატიულ სახელმწიფოს, რომელიც მიილტვის ტერიტორიული მთლიანობის ღდგენისაკენ და ეკონომიკურად გაძლიერებისაკენ, ამისათვის მას სჭირდება ევროსივრცეში ინტეგრაცია და გლობალიზაციის გამოწვევებისათვის მდგრადობის შენარჩუნება, მითუმეტეს რომ გლობალიზაცია საქართველოსთვის დადებითი შედეგების მომტანია ვინაიდან საქართველოს სულ უფრო მეტი ბაზრის ათვისება შეუძლია სხვადასხვა ქვეყანაში მათ შორის აშშ-შიც. გლობალიზაციის გამო ნებისმიერი ტექნიკური მიღწევა უმოკლეს დროში შემოდის ჩვენს ქვეყანაში და უმალვე ინერგება. გარდა ამისა დიდი სახელმწიფოების გავლენა სუსტდება ვინაიდან მოქმედებს ერთიანი კანონები და ისინი ვერ ახერხებენ პატარა სახელმქიფოების დაჩაგვრას. ამავე დროს მცირდება ქვეყნებს შორის კონფლიქტის საფრთხე და ისინი სულ უფრო დამოკიდებულნი ხდებიან ერთმანეთზე, მაგალითად როცა აშშ-ში დამზადებული ვაშლის ღვეზელისათვის საჭირო ინგრედიენტები, ფქვილი შემოდის კანადიდან, ვაშლი ისრაელიდან და დანადგარები იაპონიიდან(აღნიშნული მაგალითი პირობითია ვინაიდან მსგავს მოვლენებთან გვაქვს საქმე, ხშირად ერთი რომელიმე პროდუქტი იქმნება რამოდენიმე ქვეყნის მიერ რესურსების და მომსახურების გაცვლით). საბოლოოდ კი ის ამერიკელის ხელში ხვდება რომელიც სულაც არ ფიქრობს იმაზე თუ რა დიდი გზა გაიარა თითოეულმა რესურსმა სანამ გემრიელ ღვეზელად გადაიქცეოდა.
საბოლოოდ ჩემი აზრით გლობალიზაცია ეს არის შეუქცევადი პროცესი და გაგრძელდება მანამ სანამ ადამიანის პროგრესი გაგრძელდება, სწორედ ამიტომ რაც უფრო მალე ჩაერთვება ჩვენი ქვეყანა ამ პროცესებში და მალე შეეგუება ამ ყველაფერს მით უფრო მალე გაძlიერდება იგი ეკონომიკურად, ფინანსურად და პოლიტიკურად. ძლიერი ეკონომიკა ძლიერი ქვეყნის საწინდარია.
გლობალიზაციის პროცესი შეიძლება შევადაროთ ჰორიზონტალურ ვექტორს, რომელიც დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მიემართება და სივრცეს აერთგვაროვნებს - ყველგან ამკვიდრებს ერთსა და იმავე ღირებულებებს - დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, საბაზრო ეკონომიკას. ხოლო ის ქვეყნები, რომლებიც გლობალიზაციის ჰორიზონტალურ ტალღაში მოექცევიან, ამ პროცესს უნდა დახვდნენ ვერტიკალური ინტეგრაციით, ანუ საკუთარი კულტურის და საუკეთესო ტრადიციების წიაღში ჩაღრმავებით.
4
მხოლოდ ორგვარი - ჰორიზონტალური და ვერტიკალური - ინტეგრაციის ჯამი არის ის ფარი, ის სახურავი, რომელიც ჩვენს ქვეყანას იზოლაციონიზმისგანაც დაიცავს და თვითმყოფადობასაც შეუნარჩუნებს. პრობლემა ისაა, რომ ჩვენ არ ვართ მზად ჰორიზონტალური ინტეგრაციისთვის, რადგან გვაკლია განათლება და კომპეტენტურობა; და, მით უმეტეს, არ ვართ მზად ვერტიკალური ინტეგრაციისთვის, რადგან ეროვნულ კულტურასა და ტრადიციებს, თუნდაც არაცნობიერად, უფრო მეტად წარსულს ვუკავშირებთ, ვიდრე მომავალს.
გლობალიზაცია ქვეყნებს შორის ურთიერთდამოკიდებულების ზრდის შედეგია. იმ საზაგადოებრივ წყობაში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ აქტუალურია გლობალიზაციის საკითხი. საზოგადოების ნაწილი ემხრობა მას, ხოლო განსაზღვრულ ნაწილს აქვსგანსხვავებული პოზიცია. ამის მიხედვით მოხდა საზოგადოების ფორმალური დაყოფა ე.წ. გლობალისტებად და ანტიგლობალისტებად. გლობალისტები საუბრობენ იმ ეკონომიკურ და ტექნიკურ მიღწევებზე, რომელიც თან ახლავს ამ პროცესს, ანტიგლობალისტები კი ძირითადად აქცენტს აკეთებენ იმაზე რომ გლობალიზაციისას შთაინთქმება ისეთი პატარა ქვეყნების მაგალითად, როგორიც საქართველოა კულტურა და თვითმყოფადობა.
თავდაპირველად აუცილბლად უნდა განვსაზღვროთ, რომ გლობალიზაცია გულისხმობს ვაჭრობის, ფინანსური ნაკადებისა და ტექნიკის ინტეგრაციას. იგი გარდაუვალი და შეუქცევადი შედეგია იმ ბუნებრივი პროცესებისა, რომელსაც ადგილი აქვს ეკონომიკაში. დღესდღეობით ჩვენ ვისწრაფით იმისკენ რომ შევქმნათ ძლიერი, დემოკრატიული, მტკიცე ეკონომიკაზე დაფუძნებული სახელმწიფო. ეს ის გამოწვევებია, რომელსაც რეალობა გვთავაზობს. დღევანდელი ეკონომიკა კი განუყოფელია გლობალიზაციისგან, იგი მსოფლიოს მომავალი ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვანი წყაროა. გლობალიზაცია განაპირობებს საზღვრების გახსნილობას, როგორც საქონლის, ასევე შრომის რესურსების გადაადგილებას, საზღვრების გახსნა პრინციპულად ერთადერთი საშუალებაა ისეთი განვითარებადი ქვეყნებისათვის, როგორიც საქართველოა მიაღწიოს საერთაშორისო ბაზრებს და მოახდნინოს საკუთარი პროდუქციის რეალიზაცია. ეკონომიკის არსიც ესაა შექმნა პროდუდიქტი და მოახდინო მისი მიწოდება მომხმარებლამდე.
გლობალიზაცია საშუალებას აძლევს მოსახლეობას ისარგებლონ თავისუფალი ვაჭრობით, დაკმაყოფილდება რა მომხმარებელთა მოთხოვნები ყველაზე ეფექტიანი გზითა და მსოფლიო რესურსების რაციონალური გამოყენებით. ყოველივე ეს იწვევს მსოფლიოში სიმდიდრის ზრდასა და საცხოვრებელი სტანდარტების ამაღლებას. გლობალიზაცია ხელს უშლის ადგილობრივი მონოპოლიების წარმოქმნასა და ზრდას. გარდა ამისა, გლობალური ინტეგრაცია ზრდის კონკურენციას ფირმებს შორის და უბიძგებს მათ ახალ გლობალურ ეკონომიკაში გადარჩენისათვის მიმართონ ინოვაციებს, გამოიყენონ და დანერგონ უახლესი ტექნოლოგიები, რაც საბოლოო ჯამში მომხმარებლისათვის არის სასარგებლო. მიჩნეულია, რომ ეკონომიკური ინტეგრაცია ხელს უწყობს მსოფლიოში მშვიდობისა და დემოკრატიის შენარჩუნებას.
ეს მოსაზრება ეფუძნება იმ შეხედულებას, რომ ვაჭრობის ორმხრივი სარგებლიანობა სტიმულს აძლევს ქვეყნებს შეინარჩუნონ სტაბილური და მშვიდობიანი ურთიერთობანი, ვიდრე გაუთვალისწინებელი უწესრიგობისა და არასტაბილურობის შედეგად ნახონ წაგება ან სარგებლის მნიშვნელოვანი შემცირება.
გლობალიზაციამ გარდა ეკონომიკის განვითარებისა მნიშვნელოვანი გარდატეხა შეიტანა ჩვენს ცხოვრებაში კომუნიკაციის სრულად ახალი ტექნოლოგიების დანერგვით. ინფორმაციის გავრცელების სიჩქარემ დღეს წარმოუდგენელ დონეს მიაღწია, შეიქმნა ინტერნეტი, რომელმაც გლობალიზაცია ახალ ეტაპზე გაიყვანა.ნებისმიერი სერიოზული ბიზნესის წამოწყება დაკავშირებულია პირველ რიგში ინფორმაციის მოგროვებაზე. ნათელია იმ ქვეყნებისა და მათი მოქალაქეების სუსტი პოზიციები, 5
რომლებიც ნაკლებ ყურადღებას უთმობენ ამ საკითხს. ამერიკის დაზვერვის 2002 წლის მონაცემებით მსოფლიოში ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა 600 მილიონს აღემატებოდა. ეს მსოფლიოს მოსახლეობის თითქმის 10 პროცენტია.
ინტერნეტის განვითარებამ არამარტო ბიზნესის გამარტივება გამოიწვია. მსოფლიოში ადამიანებს მიეცათ საშუალება გაეცნონ ერთმანეთის კულტურას, ისტორიას, ყოფას და ცხოვრებას, როგორც იტყვიან, სახლიდან გაუსვლელად.
როდესაც ახალ ტექნოლოგიებზე ვსაუბრობთ, ასევე უნდა გავიხსენოთ ტრანსპორტირებისა და გადაადგილების თანამედროვე საშუალებები, რომელმაც ადამიანს საშუალება მისცა გაცილებით სწრაფად გადაადგილდეს თანაც გაცილებით დაბალი რისკებით.
ნებისმიერ პროცესს გაჩნია დადებითი და უარყოფითი მხარეები.
გლობალიზაციის მოწინააღმდეგენი თვლიან, რომ გლობალიზაციის პროცესი საფრთხის ქვეშ აყენებს ქვეყნების დამოუკიდებლობას, რამდენადაც ამ უკანასკნელებმა განხორციელებული პოლიტიკა უნდა შეუსაბამონ მსოფლიო ინტეგრაციის მოთხოვნებს. გლობალიზაციის მეორე უარყოფითი ასპექტი ეხება უმუშევრობასა. ახალი ეკონომიკური წყობა საშუალებას აძლევს ფირმებს გაიტანონ თავიანთი წარმოება ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ამით მოახდინონ უცხო მუშახელის დაქირავება, რომელიც უფრო მაღალკვალიფიციურია, ვიდრე ადგილობრივი. საბოლოო ჯამში ეს გამოიწვევს ადგილობრივ და ნაკლებკვალიფიციურ მუშახელზე მოთხოვნის შემცირებასა და გართულებებს სამუშაო ბაზარზე. გლობალიზაციის მოწინააღმდეგენი ეჭქვეშ აყენებენ იმ მოსაზრებას, რომ ეკონომიკურ ზრდას ზღვარი არ გააჩნია. ისინი აცხადებენ, რომ ეკოსისტემების მდგომარეობა საშუალებას არ მისცემს მსოფლიო ეკონომიკას განუხრელად ზრდისფაზაში იმყოფებოდეს. ზოგიერთი მათგანი იმასაც აცხადებს, რომ გლობალური ინტეგრაცია, თავისუფალი ვაჭრობა და მსოფლიო მასშტაბის კონკურენცია უსამართლობას ეფუძნება. მხოლოდ ეკონომიკურად წინწასულ ქვეყნებს შეუძლიათ ამგავარი ინტეგრაციით სარგებლის ნახვა. მეორე მხრივ, გლობალიზაციის მოწინააღმდეგენი თვლიან, რომ გლობალიზაცია აღრმავებს უთანასწორობასა და სიღარიბეს მსოფლიოში, გარდია ამისა არსებობს დიდი წინაღობა რომელსაც ანტიგლობალისტების არასწორი შეხვლედულება ქმნის ისინი თვლიან, რომ გლობალიზაციისას შთანთქმული იქნება პატარა ქვეყნების თვითმყოფადობა ამის საწინააღმდეგოდ მინდა, მაგალითად მოვიყვანო იაპონია -
იაპონელებმა თავიანთი ეროვნული კულტურის ელემენტები გლობალური კულტურის ნაწილად აქციეს.
დიდი ერების კულტურა პოლიტიკური პოლიცენტრიზმისა და მულტიკულტურალიზმის პრინციპების დანერგვის კვალდაკვალ კარგავს გავლენასა და უნარს, გაანადგუროს მცირე ერების კულტურა.
დასასრულს უნდა ავრნიშნო რომ:გლობალიზაციის ეკონომიკური შედეგები შესაძლებელია მხოლოდ დადებითად შეფა სდეს. მეტი გლობალიზაცია ანუ ეკონომიკური კარგახსნილობა და თანამშრომლობა გაცილებით მეტ განვითარებას გვპირდება, განსაკუთრებით კი ეკონომიკურად ჩამორჩენილ ქვეყნებს. გლობალიზაცია კარგი სკოლაა მათთვის, რათა შეეგუონ მსოფლიო ბაზრის წესრიგს და კონკურენციას და ისწავლონ წარმატებების მიღწევა. გლობალიზაცია ამსხვრევს ხელოვნურად შექმნილ პოლიტიკურ ბარიერებს და აძლევს მეტ ეკონომიკურ თავისუფლებას უბრალო ადამიანებს, რათა მათ საკუთარი ტალანტები და უნარები უკეთ გამოიყენონ. გლობალიზაცია ერთმანეთთან მჭიდროდ აკავშირებს ინდივიდებსა და საწარმოებს, სხვადასხვა ქვეყნების ამომრჩევლებს, რომელნიც წინააღმდეგობას უწევენ დაპირისპირებას და მხარს უჭერენ მშვიდობას.
Автор
lora-chitanava
Документ
Категория
Без категории
Просмотров
4 822
Размер файла
159 Кб
Теги
გლობალიზაცია
1/--страниц
Пожаловаться на содержимое документа