close

Вход

Забыли?

вход по аккаунту

?

8

код для вставкиСкачать
პავლე ინგოროყვას ნაშრომი ,, გიორგი მერჩულე ,, ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა აფხაზეთის ტერიტოტიაზე მოსახლე ტომთა ვინაობის გარკვევა ,, აფხაზეთის სამეფოს ,, ხასიათის ძიებასთან დაკავშირებით . ავტორის დებულებაა ; ,, აფხაზეთის სამეფო წარმოქნილი მე-8 საუკუნეში , იყო საკუთვრივ ქართველ ტომის _ მესხთა სამეფო. ეს ტომი და სხვა ქართველი ტომები სახლობდნენ როგორც თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორიაზე , ისე შავი ზღვის ნაპირის ჩრდილოეთით ნიკოფსიამდე ( დღევანდელი ტუაფსის ჩრდილოეთით ) . ამ ტერიტორიაზე არასოდეს უცხოვრიათ არა ქართველურ ენებზე მოლაპარაკე ხალხებს , კერძოდ ჩერქეზულ ტომებს ( აქ ავტორი გულისხმობს აფხაზურსა და ჩერქეზულ ენებზე მოლაპარაკე ტომებს ) ; არ უცხოვრიათ არათუ ,, აფხაზეთის სამეფოს ,, წარმოშობამდე და ამ სამეფოს არსებობის პერიოდში , არამედ სულ გვიან ხაბამდე . კერძოდ აფხაზეთის სამთავროს ძირითად მხარეში აფხაზურ ენაზე მოლაპარაკე ხალხი არა ჩანს მე-17 საუკუნის მეორე ნახევრამდე . ხსენებულ დებულებას ავტორი იყენებს ისტორიულ წყაროების თავისებურ ი ინტერპრეტაციის საფუძველზე და მის დამტკიცებას ცრდილობს ეთნიკურ და ტოპონიკური სახელწოდებათა ასევე თავისებური ანალის გზით . ეთნიკური ტერმინს ,, აფხაზს ,, ,, აბასხ ,, ,, ბასხ ,, სახეობებით პავლე ინგოროყვა აცხადებს ,, მესხს ,, - ,, მოსოხ ,, ფონეტიკურ სახესხვაობად და ამის კვალობაზე აფხაზეთში ( კელასაურიდან ჩრდილოეთით ) მოსახლე აფხაზთა ტომს მიიჩნევს ქართულ ენაზე მეტყველ მესხთა ტომად . აფხაზურ ენაზე მოლაპარაკე ხალხი კი აღნიშნულ ტერიტორიაზე , მისი აზრით , ჩრდილოეთიდან გადმოდის მე-17 საუკუნის მეორე ნახევრის შემდეგ . ნიკო მარი ეთნიკურ ტერმინთა პრეისტორიით გატაცებული , მართლაც ახდენდა მესხ-მოსოხ-ისა და აფხაზ-აბასხ--აბასგ-აბაზ-ის შედარებას ( სამწუხაროდ , პავლე ინგოროყვა იმაზე არ მიუთითებს ) რომ დაუშვათ კიდეც ამ სახელწოდებათა ერთიანი წარმომავლობა , ეს არავითარ საფუძველს არ მიცემდა მკვლევარს , რომ ისტორიულ ხანაში ამ სავსებით განსხვავებული ტერმინებით გამოხატული სხვადასხვა ტომები ერთი და იმავე ტომად მიაჩნია . პავლე ინგოროყვა არ სვამს კითხვას , როგორ მოხდა , რომ საქართველოს ტერიტორიაზე , სადაც ქართველთა გარდა თითქმის არც ერთ სხვა ტომი არ სახლობდა , ერთსა და იმავე დროს ქართველები მესხთა ტომს მესხებსაც ეძახიან და აფხაზებსაც . პავლე ინგოროყვას მტკიცებით მის მოსაზრებას ადასტურებს მე-17 საუკუნის პირველ ნახევრის თურქი მოგზაური ევლია ჩელების სიტყვები ასე მოჰყავს : ,, მთავარი ტომი აფხაზეთსი არის ჩაჩ , რომელიც ლაპარაკობს იმავე მეგრულით , რომელიც ხმარებაშია ფაშის იმიერ მხარესო ,, პავლე ინგოროყვას დასკვნით გამოდის რომ ევლია ჩელების დროს 1641 წელს გუდაუთის რაიონის ტერიტორიაზე , მთელი აფხაზეთის სამთავრო ძირითად ნაწილში ჯერ არავინ ლაპარაკობდა აფხაზურ ენაზე ! . ნამდვილად კი საქმის ვითარება სხვაგვარია , ევლია ჩელების მოგზაურობის II ტომში რომელიც გამოცემულია 1896-1897 წლებში სტამბოლში და რომელშიაც წარმოდგენილია თურქული ტექსტი სრული სახით , აბაზას ( RESP. აფხაზეთის ) ვილაიეთის აღწერისას ევლია ჩელები პირველას ასახელებს ჩაჩების ტომს და შენიშნავს რომ ,, ჩაჩები მეგრულადაც ლაპარაკობენ , ერთმანეთსი რადგანაც მდინარე ფაშის გაღმა მხარე მთლიანად სამეგრელოაო . ევლია ჩელების ჩვენებით , სწორედ ჩაჩები ( აფხაზთა ტომი ) მეგრულადაც ლაპარაკობენ , რაც იმას ნიშნავს რომ მათ სხვა , თავისი საკუთარი ენაც აქვთ ( აფხაზური ენა ) . ვისთვისაც აფხაზთა ენობრივი განკუთვნილობის საკითხი ასე სადავო იყო , მისთვის მათლაც საინტერესო უნდა ყოფილიყო ევლია ჩელების ცნობები . ევლია ჩელები ის პირველი მოგზაურია რომელმაც ტომების აღწერისას ერთად მოგვცა მათი ენის ნიმუშებიც , ევლია ჩელები თავის შრომის სწორედ იმ გვერდზე , სადაც აფხაზების შესახებ აქვს ლაპარაკი , მოყვანილი აქვს აფხაზურ ენაზე რიცხვითი სახელები და ცალკეული ფრაზები . ევლია ჩელების ჩანაწერები აფხაზურ ენის მეტყველების ილუსტრაციას წარმოადგენს ; ეს ჩანაწერები მეცნიერთა დიდ ინტერეს იწვევს , როგორც ამ ენის პირველი დოკუმენტურად დადასტურებული მასალა. აფხაზური ენის ამ ნიმუშებს სპეციალისტები ბზიფურ დიალექტიკის კუთვნილებად მიიჩნევენ , სწორედ ამ დიალექტისა , რომელიც აფხაზეთის სამთავროს ძირითად ნაწილს მოიცავდა . ამგვარად ევლია ჩელების მასალა არათუ არ გამოდგება პავლე ინგოროყვას თავის დებულების საფუძვლად , ევლია ჩელების მასალა გამორიცხავს პავლე ინგოროყვას დებულებას . იმავე მე 17 საუკუნის პირველ ნახევარში ევლია ჩელების თანამედროვე მისიონერი არქანჯელო ლამბერტი რომელმაც დაყო 18 წელი სამეგრელოში და დაგვიტოვა მისი ვრცელი აღწერილობა , სამეგრელოს ტერიტორიის დახასიათებისას წერს : ,, ყველაზე უკანასკნელი მდინარე არის კოდორი , რომელიც უნდა იყოს ( ძველთა ) კორაქსი რადგან კოლხიდის საზღვრებია ( ძველთა სიტყვით ) ერთი მხრით ფაზისი და მეორე მხრით კორაქსი ; როგორც ფაზისი ჰყოფს სამეგრელოს გურიიდან , ისე კორაქსი ჰყოფს მას აფხაზეთისგან , და როგორც ფაზისის გაღმა მეგრული იცვლება ქართულად , ისე კორაქსის გაღმა იცვლება აფხაზურად . აქედან ცხადია რომ _ განაგრძობს არქანჯელო ლამბერტი _ მეგრელების კოდორი ძველებური კორაქსია , რადგან კოდორის გადაღმა ცხოვრობენ აფხაზები თავისი განსაკუთრებული ენითაო . აქ უკვე ევლია ჩელების თანამედროვის მიერაც გარკვევითაა მითითებული , რომ აფხაზ ტომს თავისი აფხაზური ენა აქვს . პავლე ინგოროყვა , როგორც აღვნიშნეთ , ზემოთ წამოყენებული დებულების დასამტკიცებლად მიმართავს ტოპონიკის ანალიზს და ყვალა გეოგრაფიულ სახელს ქართული წარმოშობისად მიიჩნევს . მაგრამ ამა თუ იმ ტერმინის ანალიზის დროს ავტორი ანგარიშს არ უწევს მის მთელ სახეობებს , ასე მაგ იმისთვის რომ მდინარე ბზიბი ( ბზიფი ) და მასთან დაკავშირებული სოფლის სახელწოდება ბზიბი ( ბზიფი ) ჩათვალოს ქართული სიტყვის ,, ბზა ,, მრავლობითი ფორმად ( ბზები ) პავლე ინგოროყვა ანგარიშ არ უწევს იმ ფაქტს , რომ აფხაზურში მას ეწოდება ბზჷფ-ი ( ბზიფი ) და არა ბზიბი , ავტორი არც იმ კითხვას სვამს , თუ რატომ არაა ეს ქართული სიტყვა სიტყვა შემონახული ბზებ-ის სახით , როგორც ეს მისი ეტიმოლოგიის მიდვით იყო მოსალოდნელი . მაშინ , როცა ებ დაბოლოებიანი გეოგრაფიული სახელები ქართულში ბლომად მოგვეპოვება . შდრ ბოსლები , კოშკები , ბაგები , ქვები და სხვა . საყურადღებოა , რომ ვახუშტიც ამ სახელს ფ თანხმოვნით იცნობს : ზუფუ , ზუფუ მეგრული გამოთქმის მიხედვითაა გადმოცემული და მომდინარეობს ბზჷფ-დან . ნამდვილად კი სახელწოდება ბზიჷფ უბიხური წარმოშობის სიტყაა და შედგება ორ ნაწილისგან : ბზჷ / ბზი უბიხურად წყალს აღნიშნავს და სრული კანონმზომიერი მჟღერი შასატყვისია ადიღური წყლის აღმნიშვნელი ფსჷ სიტყვისა ; მეორე ფ _ ელემენტი კი აფხაზურ - ადიღურ ენებში გავრცელებული ტოპონიმიკური სუფიქსი ( ივანე ჯავახიშვილი , სიმონ ჯანაშია ) . უბიხების ყოფილ ტერიტორიაზე არსებული გეოგრაფიული პუნქტის სახელწოდება სოჩა პავლე ინგოროყვამ მარტივად დაუკავშირა ქატთულ სიტყვას სოჭი და ადვილად გადაწყვიტა მისი წარმომავლობის საკითხი . ამ შემთხევაში მან სათანადო ანგარიში არ გაუწია ამ სახელის უბიხურ გამოთქმას , სადაც იგი საჩა-ს ატარებს . ასეთი თემის სახელწოდება უბიხებში დღესაც არსებობს. პავლე ინგოროყვა , აკრიტიკებს რა მკვლევართა მოსაზრებას ამოსავალად საჩა-ს ხეობის არსებობის შესახებ , წერს : ,, შიდა - სანიხეთში გვიან ჩამოსახლებული უბიხთა ტომის მეტყველებაში სახელწოდებას ,, სოჭი ,, ცვლილება განუცდია , გადაკეთებულა როგორც ,, საჩა ,,. მე-17 საუკუნის პირველ ნახევარში უბიხები სახლობდნენ სოჭის-წყლის ხეობის ზემოთ ნაწილში და მათი თემი ,, საჩა ,, სახელწოდებით ყოფილა ცნობილი , იმ დროს , როდესაც , სოჭის -წყლის ხეობის ქვემო ნაწილს შერჩენილი ჰქონდა ძველი სახელწოდება _ სოჭი ( უბიხების თემი , ევლია ჩელების , განსხვავებით საკუთარი სოჭის თემიდან აღნიშნული აქვს როგორც ,, საჩა ,, ). უფრო გვიან უბიხები ჩამოსახლდნენ სოჭის ხეობის ქვემო ნაწილში , სახელწოდება ,, საჩა ,, მათ გადმოიტანეს ხეობის ქვემო ნაწილზედაც , არსაიდან ჩანს რას ემყარება პავლე ინგოროყვას დებულება უბიხების მე-17 საუკუნეში დღევანდელი სოჩის მიდამოებში ჩამოსახლების შესახებ . იმას ხომ არა , რომ ევლია ჩელების ეს სახელწოდება ორო ვარიანტით აქვს ჩაწერილი ,, საჩა ,, და Sudja-lar ? ( მაგრამ არა სოჭი ! ) . წარმოვიდგინოთ , რომ ითქმოდა ,, სოჭი ,, და უბიხებმა , როგორც ამას პავლე ინგოროყვა ფიქრობს , ეს ქართული სიტყვა გადაიღეს ,, საჩა,, დ , საკითხავია ქართული ,, სოჭი ,, სიტყვის ჭ ბგერა რატომ ჭ- დვე აღარ გადაიღეს უბიხებმა ან ჩერქეზებმა ან აფხაზებმა , რომელთა ენაშიაც უგამონაკლისოდ ჩ ბგერა ისმის ამ სახელწოდებაში და მაშინ , როდესაც ყველა ამ ენას ქართულივით აქვს ჭ ბგერაც ? ამგვარი საკითხების გაუთვალისწინებლობა შეუწყნარებელია . მიუხედავად იმისა , პავლე ინგოროყვა უსაყვედურებს საქმეში კარგად ჩახედულ მკვლევრებს : ,, სოჭის ზემოთ აღნიშნული ისტორია არ აქვს გათვალისწინებული ზოგიერთ მკვლევარს , რომლებიც ერთმანეთში ურევენ პირველად ფორმას ( სოჭი ) და გვიანდელ ფორმას ( საჩა ) ო . პავლე ინგოროყვა თვლის , რომ ჩერქეზი ტომები ტუაფსეში დასახლდნენ მხოლოდ მე-17-18 საუკუნეში , რის შედეგაც მოდის სახელწუდება ტუაფსე , ხოლო მანამდე ამ პუნქტს ერქვა ქართული სახელები ლაია , ლია და წურწუხი ( წუწახი ) , რომელთაც განმარტავს ლამის მნიშვნელობით . მის მიერ მოყვანილი წყაროების მიხედვით არა ჩანს , რომ უთუოდ აღნიშნული ადგილს რქმეოდეს წურწუხი ( წუწახი ) . თანაც ძველ რუკებზე აღნიშნული Zurzuchi , Susakho , Susako _ არ იძლევა იმის გარანტიას , რომ აქ უთუოდ წ ბგერა ამოვიკითხოთ : წუწახო , წურწუხი ( და რატო არა ძურძუხი , ჯურჯუხი , სუსაკო და ასე შემდეგ ) . ასეთი წაკითხვა ნებისმიერია . ასე უნდა იქნეს იგი წაკითხული იმიტომ რომ დაუკავშირდეს დ . ჩუბინაშვილის ლექსიკონში არსებულ სიტყვას _ слякоть , тина , лужа . რაც შეეხება ლაია, ლია -ს , რომელმაც პავლე ინგოროყვა ტუაფსედ აცხადებს , თვით ავტორის ჩვენებით ბიანკოს იტალიურ რუკაზე აღნიშნულია PORTE DE LAIO . პავლე ინგოროყვა კი იმისთვის რომ მეგრული ლიას-ს მიუდგეს ბიანკოს იტალიურ რუკაზე აღნიშნული LAIO ყურადღებას არ აქცევს ამ სიტყვის O ხმოვანს . ნამდვილად კი აქ ჩვენს წინ არის სახელწოდება ზღვისპირა პუნქტისა ЛОО-დ წოდებული ( აფხაზურ- ჩერქეზულად ლაუ , ლოუ , ლო ) . თვით ამ გეოგრაფიული პუნქტის სახელწოდება დაკავშირებულია მთელ აფხაზეთ - ჩერქეზეთსი გავრცელებული ლაუ / ლოუ _ გვართან , რომელიც ჩერქეზული ეტიმოლოგია მოეპოვება ( იგი აღნიშნავს: ,, გარეულ ტახს ,, და გამოიყენება სიძლიერის ეპითეტად ) . აღნიშნული გვარიდან ნაწარმოები სოფლისა და თემის სახელები სისტემატიურად გვხდება აბაზებში და ჩერქეზებში . არის მაგ , ყუბინა ლოუ _ ქ ჷ თ _ ,, ყუბანის ლოუ ,, _ სოფელი ; ლოუ _ ქ ჷ თ _ ჭკუნ _ ,, პატარა ლოუ-სოფელი ,, და სხვა მრავალი . მდინარე აშაზე ნავთსადგურისათვის ევლია ჩელების მოჰყავს სახალწოდება ASHE-GAli მეორე ნაწილს პავლე ინგოროყვა კითხულობს მეგრულ ,, ღალი ( ღელე ) ,, _ სიტყვად . ჩელების მიერ ASHE - GALI არის ჩერქეზული აშე - კალა ყალა თურქულიდან შეთვისებული , ქალაქი ,, , ციხე ,, სიტყვაა ( შდრ სოხუმ - კალე ) . აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებულ დიდწილ გეოგრაფიულ სახელებში გამოიყოფა თა სუფიქსი : გუდაუთა , მზიმთა და სხვა მრავალი პ. ინგოროყვას აზრით , ყველა თა სუფიქსის შემცველი გეოგრაფიული სახელი , რაც კი მოიპოვება მის მიერ მოხაზულ ტერიტორიაზე ქართულია ტადგანაც თა ორგანულია ქართული ენისათვის ( იგი სახელთა ბრუნვის ნიშანია ქართულად ) . მართლაც ქართულში გვხვდება გეოგრაფიულ სახელებში თა სუფიქსი ჩხიკვთა მოწამეთა და სხვა , მაგრამ ამ შემთხვევაში იგი მრავლობითის ნათესაობითის გაგებას გაგებას გადმოცემს . გეოგრაფიულ სახელებში ჩვეულებრივ ეთ სუფიქსი . ქართული გეოგრაფიულ სახელების - თა სუფიქსი ( მოწამეთა , ჩხიკვთა ) და აფხაზურში არსებულ გეოგრაფიულ სახელების საწარმოებელი თა სუფიქსი სრულიად განსხვავებულ მნიშვნელობისა არის და მათ განსხვავებული ეტიმოლოგიაც აქვთ . აფხაზურში თა სუფიქსი ადგილმდებარეობას გამოხატავს . ასე მაგალითად მდინარე ბზჷფთა ბზიფის ხეობა ( ადგილი ) მდინარე მჭჷშ ---> მჭჷშთა და ასე შემდეგ . არა ერთგზის აღნიშნულია რომ ასეთი ადგილის საწარმოებელი თა სუფიქსი მოეპევება აფხაზურ ენას . ამ დაბრკოლების მოხსნას პავლე ინგოროყვა იმით ცდილობს რომ აფსუა ( ე . ი აფხაზურ ) თა სუფიქსი ქართულიდან შეუთვისებიაო . მეცნიერული საფუძველი ასეთ განცხადებას არ აქვს . როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ქართულ გეოგრაფიულ სახელებში არსებული თა სუფიქსი სრულიად განსხვავებული შინაარსისაა ( სახელის მრავლობით ფორმაზე მიუთითებს ) , აფხაზურისა კი ადგილის აღვნიშვნელია , კითხვა დგას , როგორღა შეითვისა აფხაზთა ( აფსუას ) მეტყველებამ ქართულისგან თა სუფიქსი , როცა ეს სუფიქსი ადგილის გამოსახატავად თვით ქართულ გეოგრაფიულ სახელებს არა აქვთ ? გარდა ამისა , მთავარია სწორედ ის რომ აფხაზურში ეს სუფიქსი მკვიდრი ამჟამად ცოცხალი და მოქმედი სუფიქსია . ,, ადგილის და საცავის ,, მნიშვნელობით იგი ფართოდ გამოიყენება სხვა შემთხვევებშიც მაგალითად ,, აძახრა ,, - კერვა აქედან ,, აძახრათა ,, - სამკერვალო ( საკერავი ადგილი ) აცჲარა - ძილი აქედან აცჲ ართა საძინებელი , ატჲარა ჯდომა აქედან ატჲართა საჯდომი ადგილი . ავნჷ - სახლი ავნჷ თა კარ მიდამო , აჯჷკა - მარლი აჯჷკათა სამარილე , ( მარილის საცავი ) და სხვა მრავალი . თa ცალკე არსებობს და გამოყენებულია უძველეს აფხაზურ სიტყვებში ,, ფუძის ,, ,, ოჯახის ,, მნიშვნელობით ასას დი თაუპ ნიშნავ ,, მას სტუმარი ყავს შინ ოჯახში სიტყვა თა ცა - პატარძალი შეიცავს იმავე ფუძის ,, ოჯახის ,, აღვნიშვნელ თა ს ნიშნავს ოჯახის რძალი და სხვა ნრავალი . აღნიშნული თა ფართოდაა გამოყენებული აფხაზურ ზმნებშიც ,, შიგ ,, წინდებულის ფუნქციითაც მაგ . თა გალარა - შიგ საცავში შეტანა შელაგება . ასეთი ფაქტების არსებობის პირობებში განა შეიძლება იმის მტკიცება რომ თა სუფიქსი აფხაზურმა ენამ ქართულიდან შეითვისაო ? . ეს bაფხაზური თა სუფიქსი ერთვის წყლის აღვნიშვნელ ფსჷ-ს და ვიღებთ რთულ ფსთა - სუფიქს ( ხეობის მნიშვნელობით ) იგი ჩვეულებრივია გეოგრაფიულ გეოგრაფიულ სახელებში , ამდენად ამ წარმოებულ სახელწოდედებიც არ შეიძლება ქართულად მივიჩნიოდ . მთელ რიგ შემთხვევებში აფხაზეთ - ჩერქეზეთის ტერიტორიაზე არსებულ ნ , ნა დაბოლოებანი სახელები პავლე ინგოროყვას მიჩნეული აქვს ქართულად იმ საბუთით რომ დაბოლოება ნა გხვდება ტოპონომიკაში ქართულშიც , ასეთადაა გამოცხადებული სახელწოდებანი ნაანა , დღვანა სხვ მრ , სანამ არ დამტკიცებულა ნაა - დღვანა ფუძეთა ქართულობაა მანამ ძნელია ნა სუფიქსის მიხედვით ქართულად გამოვაცხადოთ . არა ერთ გზის აღნიშნულია რომ აფხაზურს გეოგრაფიული სახელების საწამოებლად მოეპოვება ნა ნჷ ნა სუფიქსი , ასე აწარმოებს მაგალითად აფხაზი თვით აფხაზეთის სახელწოდებას - აფს- ნჷ ( ამ სახელის აფხაზურობაში ვფიქრობთ ეჭვის შეტანა შეუძლებელია )აგრ-ნჷ- სამეგრელო ( შდრ . აფსუა - აფხაზი აგჷრუა - მეგრელი ) .
Автор
giuna7
Документ
Категория
Без категории
Просмотров
103
Размер файла
86 Кб
Теги
1/--страниц
Пожаловаться на содержимое документа