close

Вход

Забыли?

вход по аккаунту

?

აფსუა / აფხაზი

код для вставкиСкачать
აფსუა / აფხაზი
 ა-ფსუა _ აფხაზი , ნართულ გადმოცემებისა და ზღაპრებში დასახელებული ერთადერთი ხალხი ( მაგ , გოლიათი , მხვნელი - ბჟუიუა - ბჟაძა ნართების უმცროსი ძმა - სასრიყვას ,, საწყალი აფხაზს ,, ( აფსჷუა ჩჩია ) უწოდებს ; ზოგრჯერ დევები გმირს ვერ ხედავენ მაგრამ გრძნობენ ,, აფხაზის სუნს ,, (აფსჷუა იჶჳჷ ). ,,აფსჷუა ,, აფხაზთა ავტოეთნონიმია და წარმოადგენს შედგენილ ტერმინს რომლის ბოლო სეგმენტი უა აფხაზურ ენაში ეთნონიმებისა და სატომო სახელებს აწარმოებს და მომდინარეობს ,, კაცისა ,, , ,, ადამიანის ,, აღმნიშვნელი ცნებიდან - ,, აუაჳჷ ,, ; პირველი ელემენტი ა - ფს ( ა - სახელთა ზოგადი ფორმის მაწარმოებელი პრეფიქსია ) პოლისემატუნტური მნიშვნელობისაა , ეს ძირი უდევს საფუძვლად აფხაზურ ადიღური ენებში ისეთ სიტყვებს როგორიცაა ,, სული ,, , ,, სიცოცხლე ,, , ,, სიკვდილი ,, , ,, წყალი ,, და სხვა .
მიუხედავად ცალკეული ცდისა ,, ავტოეთნონიმის ,, დამაჯერებელი გაშიფვრა ჯერჯერობით ვერ ხერხდება . [ საენტერესოა ერთი მოსაზრება , რომლის მიხედვითაც ,, აფსუა ,, , ,, მოკვდავ ადამიანს ,, ნიშნავს ; თუმცა ასეთი ახსნა იმთავითე შეგვეძლო იგი აგვეხსნა როგორც ,, ცოცხალი ადამიანი ,, რომლის კონტრაგენტი იქნებოდა ,, მკვდარი ადამიანი ,, ( ა - ფსჷ ) ან მიცვალებულთა აღვნიშვნელი ზოგადი ტერმინი ,, ადვინიქოუ ,, ( სიტყვა სიტყვით ,, მინდვრადმყოფნი ,, ანუ ,, გარეთ მყოფნი ,, ) . ძალზე საენტერესოა და დღემდე გამოუკვლევი ის ფაქტი , რომ აბჟუის აფხაზები ოსებს ,, აუფსს ,, ( აფსუას ინვერსიული ფორმას ) უწოდებენ , ვარაუდობენ , რომ ტერმინი აფსაჷუა - აფსჷუა ( აფხაზი ადამიანი ) , მომდინარეობს ჲა - ფასაუა ფორმისგან , აფხაზურ - აბაზურ ენაზე აფხაზთა ტომების სახელი უნდა ყოფილიყო . ამ სახელს აფსა სეგმენტისგან არის მიღებული ქართული ,, აფშელი ,, - აფშელეთ-ი , ქართული ფორმისგან კი მომდინარეობს სომხური ,, აფშეღი ,, , ბერძნული ,, აფსელლოჲ - აფსილოჲ და ლათინური ,, აბსილე ,, . იმავე აფსა სეგმენტისგან არის მიღებული კოლხური ( მეგრული ) აფსარი სახეობა . 
Автор
giorazma
Документ
Категория
История
Просмотров
50
Размер файла
31 Кб
Теги
აფსუა / აფხაზი
1/--страниц
Пожаловаться на содержимое документа