close

Вход

Забыли?

вход по аккаунту

?

warsulis dRiurebi

код для вставкиСкачать
 1.ცხოვრების მღვრიე ორომტრიალში შენ დაგინახე უცხო ხატება, დაგინახე და მივხვდი ისა ხარ, ვინც იწყება და არ მთავრდება უსახელოდ და უსათაუროდ.როგორც ოცნების ცისფერი ფარდა, ღამემ გაიხსნა მუქი საკინძე..და მე არ მინდა არავინ ახლა,ახლა არ მინდა ვინმე მოვიდეს. მე მარტოობის კოშკებში ვატევ ჩემს პატარა და ცოდვილ სიცოცხლეს.. მდის გაზაფხუყლის სურნელი თითქოს, მაგრამ არავინ მინდა იცოდეს ყველა ქარიან თებერვლის ღამეს როგორ მახრჩობენ სევდის ზვირთები, მინდა მჯეროდეს, რომ გენატრები, რომ უჩემობას ვერ ურიგდები. არ მავიწყდები ერთი წამითაც, შენ უხლიავი ჩემი სუნთქვა ხარ.ცხოვრებამ ვერა, ვერ მაპატია,მე რომ მიყვარხარ! ჩამომილეწა კერპი, რომელიც მედგა თვალუწვდენ ოქროს კვარცხლბეკზე. ამბობენ ნამსხვრევს არ სცემენ თაყვანს, მე კი ვლოცულობ თითო ნამსხვრევზე.
2.თმაჩამოშვებულ ქალივით იდგა საღამო სადღაც ჰორიზონტს მიღმა. მე მივდიოდი უშენოდ სადღაც და უშენობა საშინლად მღლიდა. მახსენდებოდა იდექი ახლოს, მეჩვენებოდი თუმც ძლიერ შორი! მთვარემ მოიცვა ყვითელი თორი...როგორ მინდოდა მერწმუნა შენი. რატომ ვერ მიხვდი ჩემს სიტყვებს კარგო, არ ჩამაცქერდი თვალების ძირში, ვერ წაიკითხე ჩემი სათქმელი, შენ უკვე გედგა იქ შენი კერპი, შენ იქ დაგიდგი შენი კვარცხლბეკი!
3.ვინ მოიცლიდა სიყვარულისთვის, ვისღა სცალია სჯეროდეს ზღაპრის?! მხოლოდ პოეტებს და ლოთებს სჯერათ, სხვებს მნიშვნელობა არც ახსოვს რამის. მთელი ცხოვრება ვითმენდი ლოდინს, პატარა მხრებით დამქონდა დარდი. შენთვის სიცოცხლე მემეტებოდა, რადგანაც მწამდი.. შენ კი გინდოდა ისეთი ცოტა! მხოლოდ შენს ახლოს ეს გული თრთოდა ასე მძაფრად და გამალებით, მიხშირდებოდა სუნთქვა და მზერა მხოლოდ ალერსს, მეტს არას გთხოვდა.
4. ქვის გული უნდა ჰქონოდა კაცს,რომ მოუხედავად წასვლა ეჩქარა. ჩემ ი ბრალია, მე მსურდა ასე, შენს შეცდომებზე თვალი მეხარა. ალბათ ამიტომ დაგკარგე, კარგო.დავრჩი ვით ცრემლი ლოყაზე ობლად. იქნებ მეკითხა რაზე დამსაჯე..არა,არა ღირს ეს უკვე ომად.. არ მახედებდი სულში არასდროს, თავის მართლება გერჩია რადგან, მერე ახსნებიც მოგწყინდა უკვე, მერე ჩვენს შორის კედელიც ჩადგა. წახვედი, დამრჩი ნატვრა მარადი, პირშეუკრავი გულის ჭრილობა. სიყავრულს თავის აქვს კანონები, მე დავარღვიე ყველა პირობა და შეგიყვარე იმაზე მეტად,რომ თვით სიყვარულს შეშურდა შენი.ეს მეტი იყო ვიდრე სიკვდილი ეს მეტი იყო ვიდრე ცხოვრება ეს მეტი იყო ვიდრე ოდესმე ვინმეს რაიმე გააოცებდა. P.S. ეს დღიურები ვიპოვე გუშინ, ცრემლით ნაწერი ჩემი წარსული. პირველ სიყვარულს ასე დავშორდი და უკვე ბევრი დროა გასული. და მეცოდება ის ბიჭი ახლა...და მისთვის ახლა ამ სიტყვებს ვართავ: იგი ვერ მიხვდა ჩემნაირ გოგოს კი არა ტოვებ, ასეთებს კარგავ!
ბიჭებისთვის :
1. არ ელოდოთ იმას თუ როდის მოგწერთ და როდის დაგირეკავთ ჩვენ... ნუ დაგავიწყდებათ რომ მობილური ორმხრივად მუშაობს 2. არ აქვს გარეგნობას მნიშვნელობა გოგონების უმრავლესობა არ არის საკუთარ თავში დარწმუნებული ამიტომ ეცადეთ ხშირად შეგვაქოთ ან კომპლიმენტი გვითხრათ ... რა თქმა უნდა რეალობის შესაბამისი 3. დაბადების დღე, ვალენტინობა და სხვა მნიშვნელოვანი დღეებ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამიტომ რამდენიმე თარიღის დამახსოვრება აუცილებლად მოგიწევთ
4. ზოგჯერ მაინც დაფიქრდით ხოლმე რომ თქვენთვის საინტერესო თემები ჩვენთვის ნაკლებად მიმზიდველია... ძირითადად სპორტზეა ლაპარაკი 5. იცოდეთ სად როდის და როგორ იხუმროთ 6. ბიჭი იხდის ფულს! ყოველთვის!!! 7. არც კი ეცადოთ ჩვენთან ყოფილებზე ლაპარაკს და მითუმეტეს მათ ქებას და ჩვენთან შედარებას! ან თუნდაც გოგომ, რომელმაც ახლახან გაიარა ძაან მაგარი ფეხები ქონდა... ნუ დაგავიწყდებათ რომ ჩვენც შეგვიძლია ვინმე უძალიანესსიმპატიურ მამაკაცზე უსასრულო საუბრით დაგღალოთ, რომელსაც ოდნავადაც კი არ გავხართ! 8. არ ეცადოთ ჩვენს მოხიბლვას მანქანებით... სავსე ბუმაჟნიკით... სახლით და ა.შ.
9. სიმთვრალე არ ამართლებს არცერთ თქვენს უმსგავს საქციელს...
10. ზოგჯერ თქვენც შეგიძლიათ გამოგვყვეთ ხოლმე ვთქვათ რაღაცის საყიდლად...
11. თუ ჩვენ რაიმე მნიშვნელოვანი დღე გვაქვს... პრეზენტაცია გამოსვლა ან სხვა რამ გვინდა რომ ჩვენს გვერდით იყოთ.
12. "მე შენ მიყვარხარ" <<< არასოდეს არ თქვათ ეს სიტყვები თუ მასში ის არ იგულისხმება რასაც სინამდვილეში ნიშნავს.
13. იყავით ჩვენთან თუ ცუდად ვართ... თქვენი კოცნა, ჩახუტება მართლა ძალიან გვჭირდება ამ დროს. რაღაც წამალივით იმოქმედებს, შეიძლება მოგვარჩინოს კიდეც 14. ხშირად გამოხატეთ გრძნობები და ემოციები, ეს სირცხვილი არ არის
15. ეცადეთ არ გვითხრათ ტყუილი, თუნდაც უმნიშვნელო 16. თუკი რაიმეს დაგვპირდებით და შემდეგ ამ პირობას დაარღვევთ ...... ოოო .... 17. როცა ცუდ ხასიათზე ვართ და ადვილად ვბრაზდებით ეცადეთ გაგვიგოთ... და მაინცდამაინც ამ დროს არ დაიწყოთ ჩხუბი
18. არ დაიწყოთ ჩვენი ოჯახის გაკრიტიკება, როგორი ცუდიც არ უნდა იყოს ის
19. თუ კი ჯერ კიდევ გაქვთ რაიმე სახის გრძნობა შემორჩენილი თქვენი ყოფილის მიმართ ... ნუ ჩაგვაგდებთ უხერხულ სიტუაციაში 20. ეცადეთ ჩვენს შესახებ რაღაც დეტალები დაიმახსოვროთ ... თუნდაც ჩვენი საყვარელი ფერები... მუსიკა... ფილმები და ა.შ. 21. თუ უცებ აცანცარებულს და მაიმუნობის ხასიათზე მყოფს დაგვინახავთ მხარი აგვიბით და კლოუნებად ნუ გამოგვიყვანთ... 22. ნუ მოგვექცევით უხეშად... ცუდი შთაბეჭდილება თუ არ გინდათ დაგვრჩეს 23. მოგვიწყვეთ თუნდაც უმინიშვნელო სიურპრიზები... თუდაც ფურცლის ნაგლეჯზე იყოს რაიმე წაწერილი... 24. შეგვიყვარეთ ისეთები როგორებიც ვართ და ნუ მოითხოვთ ჩვენგან ბარბის თოჯინად გარდაქმნას... ))
is ChemShi chemze metia
-მიშ,როგორ ხარ?-
-აბა, რა მოხდა?გაგახსენდა შენი ძმაკაცი.. ესე იგი ან იჩხუბე ან დაშორდი-ისევ! ან მეორედ მოსვლა იყო და მე არავინ გამაგებინა!
-აუ, ნუ გაქვს უაზრო ხუმრობები!ისედაც ნერვები მაქვს მოშლილი.
-კაი,თქვი რა მოხდა...
-რა მოხდა დაა..აუ რა საზიზღარია!
-ვიცი.
-არანორმალური!
-ვიცი.
-უნამუსო!
-ვიცი.
-საიდან იცი?
-მინმუმ ასჯერ მაინც გაქვს ნათქვამი.გაგრძელებასაც გეტყვი.. შენ მიწერე იმან არ მოგწერა მერე იმან დაგირეკა შენ გაუთიშე..მერე შენ გამოთათხე, ისიც გაიბუტა..მერე უთხარი რომ აღარასოდეს ნახავ და ის გაჩუმდა და ამაზე სულმთლად გაუბერე და..
-ყოჩაღ!კარგად დაგიზეპირებია!
-როდემდე,მარ?
-არ ვიცი..
-არ დაიღალე...ან რით ვერ გაიზარდეთ..ამდენი წელია ბოლოს და ბოლოს.
-იცი,როგორი კარგი ხარ?
-ვიცი.
-როგორი ყურადღებიანი ხარ.ყოველთვის მოთმინებით მისმენ და მარიგებ.
-ვიცი.
-სულ გვერდზე მიდგეხარ.
-და..მაინც ის გიყვარს ხომ..
-კი,მიყვარს,სიგიჟემდე მიყვარს.უიმისოდ ვიცი, მოვკვდები..ვეღარ ვისუნთქებ და მოვკვდები!
-რა სულელები ხართ ეს გოგოები..
-რატომ ვარ სულელი!
-ხო,მართალი ხარ,სულელი შენ კი არა მე ვარ..რომ გიძლებბბბ!
-კაი,რა მიშ..შენ მაინც ნუ მეჩხუბები.
-გეუბნები დაანებე თავი მაგ ბიჭს..არ არის შენი ღირსი.
-ვიცი..უფრო სწორედ მე არ ვარ იმის ღირსი..:(
-აუუ,დაიწყო ეხლა..ხო იცი ვერ ვიტან შენს ცრემლებს. თუ ასე ძალიან გიყვართ ერთმანეთი,რა გჭირთ ხალხო? რატომ ვერ დაჯდებით,დაილაპარაკებთ.გაერკვევით ერთხელ და სამუდამოდ გრძნობებში.რამდენჯერ უნდა დაშრდეთ და შერიგდეთ. ან რატო შორდებით ან რატომ რიგდებით..ან საერთოდ რა გინდათ,რას ეძებთ...
-არ მისმენს..სიყუვარულს როგორც ტკივილს ისე განიცდის..ვერაფერი ვერ გავუგე.
-მარი,ხომ იცი მე სულ შენს გვერდით ვიქნები რაც არ უნდა გადაწყვიტო და რაც არ უნდა მოიფიქრო.მაგრამ თუ წასასვლელია გაუშვი..გაანთავისუფლე..თუ დაგიბრუნდა ხომ კარგი და თუ არადა ესე იგი წასვლა უნდოდა.. -რომ არ დაბრუნდეს,რომ არ მოვიდეს? ის ჩემში გულის ნაცვლად ფეთქავს,ის ჩემში სისხლის ნაცვლად დადის და ის ჩემში ჩემზე მეტია! მე რომ ის გავათავისუფლო..მაშინ თავი უნდა მოვიკლა!
-ნუ, სულელობ ერთიი!ნუ გადახვედი ძაან სენტებში!
-მართალი ხარ..უნდა დავშორდე და საერთოდ აღარასდროს ვნახო!
-მერე?
-რა მერე?
-რამდენი ხნით აღარასოდეს უნდა ნახო?
-საერთოდ!
-უფ..ჩემი ჭკვიანი გოგო!მერე იქნებ გაიხედ-გამოიხედო და დაინახო ადამიანები ვისაც უფრო მეტად უყვარხარ გაფასებს და შენი მდიდარი შინაგანი საყარო,შენი ლამაზი სული,რომანტიული ბავვშური ხასიათი და კეთლი მოსიყვარულე გული ყველაზე და ყველაფერზე ეძვირფასება!
-ნეტა მართა მასეთ ვიყო..მასეთ რომ ვიყო მართლა მასაც ასევე ვეყვარებოდი..
-არიან კაცები,რომლებიც წიგნს ყდით აფასებენ და იმის იქით არაფერი აინტერესბეთ..
-ის ასეთ არ არის..შინაგანად ძალიან მგრძნობიარე და სათუთი ადამიანია..უბრალოდ ეშიანია რომ არავინ მიაყენოს ტკივილი და ზღარბივით დაბურძგნული დადის!
-აუ,ეს ზღარბივით დაბურძგნული მომეწონაააააა:)))ოღნდ მაღალი და დაშტერებული ზღარბი!
-შენ რომ არ მყავდე რა მეშველება!
-არც არაფერი!გოგო,მობილური გირეკავს..აიღე!
-მობილური..არც გამიგია!დაიცა..ვაიმეეე..ის არის..აუ, რა ვქნა მიშ ვუპასუხო თუ არ ვუპასუხო?აუუ..კაი რაც არის არის..ალო,გისმენთ. რატო,რა ხდება?არ მცალია.იმიტომ არ მცალია რომ ჩემს მეგობრათან ერთად ვარ.კაი,კარგად სხვა დროს იყოს..რომელზე?არ ვიცი ვნახოთ..
კაი,დორებით. მიშ, წავედი ეხლა, წავედიიი!დამირეკაა..ხო თვითნ დარეკა?აი ესე..წავალ ერთხელ ვანახავ სულ და მეტჯერ არა!
-მარი,მარიი..
-კაი,გაკოცე აბა და დრობეითთთ..
-მარი...-ჩაიჩურჩლა მიშომ,მისი ხმა უკვე აღარ ესმოდა მარის.მარი არ წახვიდე..მას ჩემზე მეტად არასდროს ეყვარები...
-როგორ ხარ...
-კარგად.შენ?
-არ იყო აუცილებელი ბანალური "კარგად შენ" მე ხომ შენს სუნთქვაზეც ვხვდები როგორც ხარ.
-მაშინ რატომღა მეკითხები.
-იმიტომ რომ ნაწვიმარ ღრუბელს გავხარ..
-მამა წავიდა..ახალი მოგზაურობა, ახალი თავგადასავალი..ჩემთვის არავის სცალია.
- მე ხომ გყევარ, მერე მარი მე არ ვითვლები?..ის სულ მიდის მარა მერე ხომ ბრუნდება.
-ხო,რავი ჩემს ცხოვრებასი ყველა ასეა მიდიან და ბრუნდებიან თითქოს გულში დიდი ჰოტელი მქონდეს უსახლკაროებისთვის!
-იქნებ შენ არ უშვებ და ამიტომ ბრუნდებიან?
-შენ რატომ არ მიდიხარ?
-რავი აბა,სად წავიდე რო? მიჩვეული ვარ..აივანზე ჩემს გემოზე ვერ გადამიხედია შენი აივანი უშლის ხელს.გამიცვდა თვალები შენი ყურებით!
- ჩემი ყურებით კი არა, ჩემი თვალთვალით!
-ნეტა რა გაქვს შენ სათვალთვალო, ჰოლივუდის ამომავალი ვარსკვლავი არ მყავდე ეხლა შენც. ფენი მიკროფონის მაგიერ და სარკე აუდიტორიის სანაცვლოდ!
-აი შენს ჯინაზე მაინც გავხდები ცნობილი მსახიობი!და ავტოგრაფს არ მოგცემ!
-აუფ..
-წადი დაისვნე,ცოტა გამოიძინე..გუშინ მთელი ღამე არ გძინებია, ალბათ ტიროდი კიდეც.. ნეტა ვიცოდე რა საჭიროა ისეთი სიყვარული, რასაც ტკივილის მეტი არაფერი მოაქვს.
-მე ის მჭირდება!
-რისთვის?
-იმიტომ რომ ვისუნთქო.
-ჯერ ისუნთქო და მერე იტირო.
-არ მიტირია!საიდან მოიტანე!
-კაი რა მარ..
-ხომ იცი მიშო მე უიმისოდ ვკვდები..რამდენჯერ ვცადე დავიწყება მთელი ექსვსი თვე არ მიმიწერია და არ დამირეკია!
-და რა გააკეთა მან ამ ექვს თვეში შენს მოსაძებნად ან დასაბრუნებლად? ნომერი რომ გამოიცვალე ერთხელ კითხა შენს დაქალს და რომ ვერ გაიგო,ჩაიქნია ხელი.
-მე მას შევცვლი!მას აქვს თბილი გული!ის უბრალოდ ჩაკეტილია.
--იმდენად ჩაკეტილი რომ შენი გახარება არ შეძლია.არ შეძლია წაგიყვანოს შენს საყვარელ ფილმზე დაიმახსოვროს შენთვის მნიშვნელოვანი თარიღები გაჩუქოს გვირილები ანდა უბრლოდ დილამშვიდობისა გისურვოს როცა თვალს გაახელ.
-ბიჭების უმეტესობას ასეთი რაღაცეები არ შეუძლიათ!კაი მოვრჩეთ ამაზე ლაპარაკს.იცი ანი მოდის ჩემთან და შენც გადმო საღამოს დაა..რავი ახლა მეტი არაფერი მომდის თავში მერე მოვიფიქრებთ!
-ანი?რომელი ანი?
-აუ,ნუ იშტერებ თავს,არ გიხდება!
-არ მგონია შენს დაქალს ჩემი ნახვა გაუხარდეს.
-გაუხარდება და მერე თან როგოოორ;)
-კაი,ვნახოთ..
-კაი აბა დროებით..აუ მოიცა მოიცააა,არ დაკიდო ერთი წამით დამავიწყდა მეკითხა როგორ ფიქრობ, ჯინსზე რომელი უფრო კარგად წავა ვარდისფერი ჩემი ახალი გარდირობის მშვენება თუ ჩემი მწვანე მაისური?-
-მიანც მიდიხარ?
-კი
-მაშინ რკინის აბჯარი აისხი გამოგადგება!:)
-შენგან ხო წესიერ პასუხს ვერ მიიღებს ადამიანი! და რომ იცოდე არ ვაპირბ ჩხუუბს!
-აბა,შენ იცი ჭკვიანად!
-კაი,კარგად გაკოცეეე!
-მეც ჩემო ანგელოზო..მარის როგორც ყოველთვის ბოლო სიტყვები არ გაუგონია..მაგრამ ფანჯრიდან დაინახა კედელს მიყრდნობილი ბიჭი როგორ ჩაიმუხლა და თავი ხელებში ჩარგო..
Автор
ceretelimari
Документ
Категория
Без категории
Просмотров
32
Размер файла
28 Кб
Теги
warsulis, driurebi
1/--страниц
Пожаловаться на содержимое документа